ამბროსი ხელაია

7 სექტემბერი 2015 Shadow

a0f493f8f594b862a5e2635ad03546d71861 წლის 7 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, ამბროსი ხელაია დაიბადა.

პატრიარქი ამბროსი ხელაია მთელი თავისი ცხოვრება რუსიფიკაციის, რუსეთის ოკუპაციისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. 1921 წლიდან, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლის 7 თებერვალს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

„... 1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“-ო, აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი თავის მიმართვაში.

 

ამბროსი ხელაიას მიმართვა, რომელიც გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას გაუგზავნა. მოპოვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან (ყოფილი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი)

IMG_3282IMG_3283

1922 წელსვე ამბროსი ხელაია დაპატიმრებულ იქნა ე. წ. „ჩეკას" მიერ და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

ამბროსი ხელაია განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად.