14 ივლისს სოფელ ხურვალეთში ე.წ. "მცოცავი ოკუპაციის" წინააღმდეგ აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები, 14 ივლისს, 9:30 საათზე, სასტუმრო „რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და ხურვალეთში გაემართებიან.
აქციის გამართვას სტუდენტებიც გეგმავენ. ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა 18:00 საათისთვის იგეგმება. ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციაში მონაწილეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე მუშაობენ, თუმცა სურვილს გამოთვამენ, რომ მონაწილეებმა შეძლებისამებრ საკუთარი ავტომობილით შეძლონ აქიაზე წასვლა.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.