პროექტი www.damoukidebloba.ge შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე "საინიციატივო ჯგუფის" მიერ რომელიც ჩამოაყალიბეს ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" -IDFI დამფუძნებლებმა, გიორგი კლდიაშვილმა და ლევან ავალიშვილმა. "საინიციატივო ჯგუფი" არის არაფორმალური გაერთიანება და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის ვისაც საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა აქტიურად ჩაერთოს რუსული სახელმწიფო პროპაგანდისა და "რბილი ძალის" მიერ საქართველოში წარმოებულ საქმიანობის მხილებაში.
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ.
საიტზე განთავსდება ინფორმაცია რუსული სახელმწიფო პროპაგანდის, ოკუპაციის, რეპრესიებისა და აგრესიის სხვა ღია თუ ირიბი ფორმების შესახებ.
ვებ-გვერდზე იქნება განხილული ამ აგრესიის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობა (კულტურულ, ეკონომიკურ თუ სხვა ჭრილში). პროექტი პასუხობს რამდენიმე ძირითად პრობლემას:
იმპერიული მემკვიდრეობის გადალახვა, რომელიც გამოიხატება სახელმწიფოებრივი შეგნების დეფიციტსა და ქვეყნის ახალ/უახლეს ისტორიაზე მცდარ წარმოდგენებში;
რუსულ "რბილ ძალასთან" დაპირისპირება.
თემატური ინფორმაციის თავმოყრა და ეფექტური ბაზის/პორტალის შექმნა, რომელიც მომავალშიც გააერთიანებს და დაეხმარება დაინტერესებულ ადამიანებს არათანაბარი ძალის პროპაგანდისტულ მანქანასთან დაპირისპირებაში.
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ. ამ მიმართულებით აქტივობის მსურველთათვის საინფორმაციო ბაზისა და ტექნიკური პლატფორმის შექმნა.
პლატფორმა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა.