საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1920 წლის მაისში ბოლშევიკთა გადატრიალების მცდელობის ჩავარდნისა და წითელი არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, ლენინის მთავრობა დათანხმდა საქართველოსთან ხელშეკრულების მოწერაზე და 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო.
ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც რუსეთს გააჩნდა ქართველი ხალხისა და მისი მიწა-წყლის მიმართ“. სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო პირობა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარებს არ განალაგებდა. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ამ მუხლს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ და რუსეთის პირობების უკუგდებას ამჯობინებდნენ. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარენოე ჟორდანია, რომლისთვის საერთაშორისო აღიარების მიღწევა მთავარი ამოცანა იყო, დათანხმდა რუსეთის პირობებს. ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან ლევ კარახანმა, მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს.
ჟორდანიამ მოლაპარაკებაზე ქართული მხარის წარმომადგენელს გრიგოლ უროტაძეს მოსკოვში მისალოცი დეპეშაც გაუგზავნა:
"საქართველოს წარმომადგენელს მოსკოვში გრიგოლ უროტაძეს.
მოგილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადებას. გადაეცით "სოვნარკომს", რომ ზავის ამბავს ხალხი ღრმა კმაყოფილებით და აღტაცების გრძნობით შეხვდა. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოისპობა ყველა გაუგებრობა და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანად და თანხმობით იმუშავებს ცხოვრების სოციალისტურ საფუძველზე გარდასაქმნელად.
ნ. ჟორდანია. 1920 წლის 7 მაისი."
1920 წლის ამ შეთანხმებით, საბჭოთა რუსეთმა:
1) აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.დათმოის უფლებები, რომლებიც “რუსეთს გააჩნდა ქართველი ხალხისა და მისი მიწა-წყლის მიმართ“
2) უარს აცხადებდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე
3) ცნობდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საზღვრებში და რაც მთავარია, ზაქათალას ოლქს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა
ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენლები, შალვა ნუცუბიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ეროვნული არსებობის აუცილებელ პირობად” მთელ რიგ კომპონენტებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიის ფარგლების განსაზღვრასა და მის დადასტურებას მიიჩნევდნენ. რამდენადაც ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით, რუსეთი ბათუმის ოლქსა და ზაქათალას „ოკრუგს“ საქართველოსტერიტორიად აცხადებდა, ქართველიპოლიტიკოსები ხელშეკრულებით კმაყოფილები იყვნენ. აღნიშნულისდასტურს გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილი სტატია “რუსეთი და აზერბაიჯანი” წარმოადგენს. “ხელშეკრულებით, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ არის განსაზღვრული ჩვენი ტერიტორიის ფარგლები, როგორც ჩრდილოეთის ისე აღმოსავლეთის მხრივ. ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის გავლებულია ერთგვარი ხაზი.”
ხელშეკრულებაში საქართველოსთვის მიუღებელი ნაწილებიც გვხდებოდა, კერძოდ, ხელშეკრულების მესამე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, რუსეთ- საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი ორმხრივი შერეული კომისიის დასკვნამდე, 1922 წლის პირველ იანვრამდე საზღვრის უღელტეხილები ნეიტრალურად ცხადდებოდა. დროის ამ მონაკვეთში, უღელტეხილების დაკავების, ან მისი გამაგრების უფლება ორივე მხარეს ეკრძალებოდა. ასევე, მეათე მუხლის V და VI პარაგრაფების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მისი ტერიტორიიდან ყველა ის სამხედრო შენაერთი უნდა განედევნა, რომლებიც ქართული ჯარის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, და რაც მთავარია, უცხო ქვეყნის ჯარის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე მომავალშიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული.
აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე:
ა) საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის სტრატეგიული უღელტეხილები, წელიწადი და 7 თვის განმავლობაში (ხელშეკრულების დადებიდან 1922 წლის იანვრამდე) დაუცველი რჩებოდა
ბ) მეათე მუხლის V და VI პარაგრაფები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის ჯარის ნაწილების (იგულისხმებოდა ინგლისის სამხედრო შენაერთები,რომლებიც იმ პერიოდში ბათუმის ოლქში იყვნენდისლოცირებულნი) საქართველოს ტერიტორიიდან განდევნას. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ნაწილების შემოყვანა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნითაც ეკრძალებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო, საბჭოთა რუსეთის პირისპირ მარტოდმარტო უნდა დარჩენილიყო და ქვეყნის უსაფრთხოების ბედი ეროვნულ საჯარისო შენაერთებზე დაემყარებინა.
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას, წინ რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების მცდელობები უძღოდა, რაც1920 წლის 28 აპრილსსაბჭოთა არმიის მიერ ბაქოსფაქტობრივად, ბრძოლისგარეშედაკავებაც ახალისებდა. სერგოორჯონიკიძემ, 4 მაისსმოსკოვშიოპტიმისტურიდეპეშაცგააგზავნა, სადაცკრემლსაცნობებდა, რომ XI არმიისაზერბაიჯანშიგამოჩენამსაქართველოშიმენშევიკებისწინააღმდეგმშრომელთამასებისაჯანყებაგამოიწვია:
"მოსკოვი, კრემლი,
ლენინს, სტალინს.
ბაქო 1920 წ. 4 მაისი.
ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს.
ორჯონიკიძე."
თუმცა, მოსკოვს დასავლეთის ფრონტზე გართულებული მდგომარეობის გამო, საქართველოს გასაბჭოებაზე უარის თქმა და ზავზე დათანხმება მოუწია.
"ცენტრალური კომიტეტი გავალებთ თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ არის. დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ზუსტი ცნობები საქართველოში აჯანყების შესახებ. ცენტრალური კომიტეტის პოლიტ ბიუროს დავალებით, ლენინი, სტალინი." -იწერებოდა სტალინი რამდენიმე დღით ადრე.
ხელშეკრულებაში ჩადებული არახელსაყრელი მუხლებიდან გამომდინარე საფრთხე, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. შესაბამისად, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან შემოთავაზებული ნებისმიერი “სიურპრიზისადმი” ღირსეულად დახვედრის საკითხი დღის წესრიგში იყო.
“დიდ რუსეთს,არასოდეს არ ექნება შიში პატარა საქართველოს თავდასხმის, მაგრამ პატარა საქართველოს კი უნდა ჰქონდეს გეოგრაფიულად და სტრატეგიულად გამაგრებული სანაპიროები, რომ პირველმა ავანტიურისტმა და მონაპირე რაზმმა… იოლათ არ გადმოლახოს ჩვენი საზღვრები და შუაგულში არ შემოგვესიოს. თავდაცვისათვის… არის საჭირო აქაც მტკიცე და სასურველი საზღვრის დადება.”- გაზეთი “ერთობა”
ქართულმა მხარემ შეთანხმების საკუთარი ნაწილი სრულად დაიცვა და უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების საქართველოში განლაგებაზე უარი თქვა. რუსული მხარე, ხელშეკრულების დადებიდან 10 თვეში, 1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოიჭრა, რასაც მოყვა თბილისის დაკავება 25 თებერვალს და 1 თვეში საქართველოს სრული ოკუპაცია, ანექსია და გასაბჭოება. გარდა ამისა, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში დასმულმა და კონტროლირებულმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ტერიტორიის დაახლოებით 20% დაუთმო მეზობელ ქვეყნებს.