1923 წელს დახვრეტილი "სამხედრო ცენტრი"

11 ივლისი 2016 Shadow

1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა, რის შემდგომაც რამდენიმე მიმართულებით განავითარა შეტევა საქართველოს სრული ოკუპაციისა და თბილისის აღების მიზნით. მიუხედავად საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლისა, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ისევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი იყო სხვადასხვა წინააღმდეგობის ჯგუფები, რომელთა მიზანს საბჭოთა რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენდა.

აჯანყებამ პირველად სვანეთში იფეთქა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი პარტიზანები კახეთის რეგიონში. საყოველთაოდ ცნობილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსი ხელაიას პირადი თავდადების მრავალი ფაქტი. გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი რაზმის ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“, რომელიც ქართველი ოფიცრებისაგან იყო დაკომპლექტებული. 1923 წელს „სამხედრო ცენტრი“ აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. ასევე, ცენტრის წევრების მიერ შემუშავდა მთიულეთის აჯანყების გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა წითელი არმიის ნაწილების მთიულეთში შეტყუება და მათი სრული განადგურება პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლების მიერ.

ჩეკას (კონტრ-რევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისიის) ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ „სამხედრო ცენტრი“ გახდა. ქართველი სამხედროები დააპატიმრეს, გაასამართლეს ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

2016 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის ქართველი ოფიცრების დახვრეტიდან 93 წელი გავიდა.  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ IDFI-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ორგანიზებით  „სამხედრო ცენტრის“ წევრთა გმირობის უკვდავსაყოფად ქ. თბილისში განთავსდა მემორიალური დაფები მათი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით.ქვევით წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, ვინც დახვრეტილი იქნა „სამხედრო ცენტრში“ მონაწილეობის ბრალდებით.

1. გენერალი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი

2. გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე

3. პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი

4. პოლკოვნიკი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი

5. გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი

6. უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი

7. როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი

8. როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი

9. იასონ მათეს ძე კერესელიძე

10. ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე

11. სიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი

12. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი

13. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი

14. ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი

15. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი

 

დახვრეტილი სამხედროების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული დოკუმენტი.

 

1923 (1)1923 (2)

1923 (3)

1923 (4)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1923_6