cyxymu.info-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც დეტალურად არის მოთხრობილი 2008 წლის 29 ივლისიდან 6 აგვისტომდე განვითარებული მოვლენები ანუ როგორ იწყებოდა რუსული სამხედრო აგრესია საქართველოში 2008 წლის ზაფხულში. Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
29 ივლისს ე.წ. სამხრეთოსეთის ძალებმა პირველად გაუხსნეს ცეცხლი ეუთოს დამკვირვებელთა და შერეულ სამშვიდობო ძალების ჯგუფებს. ამ დღესვე გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი ქართველ სამშვიდობოებს. პირველად, 2004 წლის შემდეგ, ოსურმა მხარემ გამოიყენა 100 მმ.-ზე მსხვილი კალიბრის არტილერია, რაც აკრძალული იყო კონფლიქტის ზონაში. შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი- მარატ კულახმეტოვი იძულებული გახდა ეს ფაქტი აღენიშნა.
30 ივლისს ოსურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს მიერ კონტროლირებულ სოფლებს. ამის პარალელურად, აფხაზეთში დათქმულ დროზე ექვსი დღით ადრე, რუსეთის სამხედრო რკინიგზის სამსახურმა დაასრულა მუშაობა სოხუმი-ოჩამჩირის ხაზზე და ომისთვის მზადება დასასრულს მიუახლოვდა. ჟურნალი „Огонек“ წერდა, რომ გალის რაიონში 50-მდე სარკინიგზო პლატფორმითმძიმე ტექნიკა გადაიყვანეს. „სამშვიდობო ძალების“ პოლკოვნიკიკონფიდენციალურად იტყობინებოდა, რომ აფხაზეთში შეტანილი იარაღი და ტყვია-წამალი საკმარისი იყო რამდენიმეწლიანი კონფლიქტისთვის - „რაღაც იქნება, ვგრძნობ, რაღაც იქნება“აღნიშნავდა ის.
1 აგვისტოს 8:00 საათზე „სამხრეთ ოსეთში“ ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა ნაღმზე. აფეთქების შედეგად ხუთი ქართველი პოლიციელი მძიმედ დაშავდა.პირველი აგვისტოს შუადღიდან შემდეგი დღის დილამდე ქართულ და ოსურ მხარეს შორის ორმხრივი ბრძოლა მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 6 და დაიჭრა 13 ოსი სამხედრო.
2 აგვისტოს რუსეთის ცენტრალური ტელევიზიების ოთხი გადამღები ჯგუფი ჩავიდა ცხინვალში მომავალი ომის გასაშუქებლად, რომლის შესახებაც საქართველოში ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდათ.ე.წ.სამხრეთოსეთში შესვლა აკრძალული იყო უცხოელი ჟურნალისტებისთვის,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი „დოკუმენტებთან“ დაკავშირებული პრობლემებით ახსნა. 2 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა სამხედრო სწავლება „კავკაზ-2008“,მაგრამ რუს სსამხედროებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სწავლებებში, არ დაუტოვებიათ პოზიციები. მეტიც, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის რიგმა დანაყოფებმა სამხრეთ ოსეთისტერიტორიაზე გააგრძელეს სწავლებები. ამას გარდა, 7 აგვისტოს საღამომდე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის „სამშვიდობო“ ბატალიონების საერთო რიცხვი უკანონოდ იქნა გაზრდილი 1000-დან 1700 სამხედრო მოსამსახურემდე, მაგრამ ქართული სამშვიდობოების რიცხოვნობა არ შეცვლილა და იგივე რჩებოდა, დაგომისის ხელშეკრულების შესაფერისად.2 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია დაიწყო ცხინვალის გარშემო მდებარე სოფლებიდან. 7 აგვისტოს შუაღამისთვის რუსეთში ევაკუირებული სამოქალაქო პირთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია, რაც მომავალი სამხედრო მოქმედებების არეალში მცხოვრებთა 90%-ს, ხოლო მთლიანად კოკოითის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის 50%-ს შეადგენდა.
ევაკუირებულთა თანაფარდობა მოსახლეობის რაოდენობასთან დაახლოებით შეესაბამება 1999 წლის კოსოვოს კრიზისის მაგალითს. თუმცა, მთავარი განსხვავება ის არის, რომ კოსოვოელი ალბანელები საკუთარი სახლებიდანმას შემდეგ გაიქცნენ, რაც ეთნიკური წმენდა დაიწყო იუგოსლავიის არმიის მიერ. სამხრეთ ოსეთში კი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა ოსური დანაყოფების მიერ ოსური მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ.
2 აგვისტოს სერგეი მირონოვი, თეიმურაზ მამსუროვი და საჰაერო-სადესანტო ჯარების ხელმძღვანელი ვალერი ევტუხოვიჩი აკეთებენ განცხადებას, რომელშიც პირობას დებენ, რომ რუსული ძალები შევლენ საქართველოში „რუსი მოქალაქეების და სამშვიდობოების დასახმარებლად.“
3 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე და 58-ე არმიის სარდალი ანატოლი ხრულოვი ჩავიდნენ ცხინვალში, სადაც უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლების, შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელის- მარატ კულახმეტოვისა და ოსური სამშვიდობო ბატალიონის ხელმძღვანელის- კონსტანტინ ფრიევის მონაწილეობით. ქართული წყაროები ირწმუნებიან, რომ შეხვედრის მიზანი 58-ე არმიის დანაყოფების სამოქმედო გეგმის დამტკიცება იყო. იმავე საათებში, ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში - სოხუმში - ჩატარდა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სხდომა.ამავე დღეს, 3 აგვისტოს, ჩრდილო-კავკასიაში დაიწყო „მოხალისეთა“ და კაზაკთა მობილიზაცია.
4 აგვისტოს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქისჯარის ნაწილი უშუალოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან განალაგა, ქვემო ზარამაგის რაიონში, რათა „მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლებოდა მათი გაგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამშვიდობოების დასახმარებლად“. იმ დღესვე 58-ე არმიის სამედიცინო და კავშირგაბმულობის დანაყოფები ჩავიდნენ ცხინვალში, ასევე 11 თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“ გადაიყვანეს ჯავიდან ცხინვალში. ქართული წყაროების მიხედვით, რუსული საჯარისო დანაყოფების რიცხვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1200 სამხედრო მოსამსახურეს მიაღწია.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადების ფონზე მთელი ძალით ამუშავდა პროპაგანდისტული ომის მანქანა. 3 აგვისტოს ე.წ.სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტმა გამოაქვეყნა სტატიასათაურით: „თუ ხვალ იქნება ომი...“, რომელშიც ნავარაუდევი იყო, რომ დღე-დღეზე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები. საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმმა“ განათავსა სტატია: „სამხრეთ ოსეთი ემზადებაომისთვის“,“რუსეთი ხედავს ომის საფრთხეს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, „გამოუცხადებელი ომის ქრონიკები“. 4 აგვისტოს დილით ამუშავდა პროპაგანდისტული ბლოგი სახელწოდებით „სულის ხმა“(Голосдуши). მის პირველ ჩანაწერში ნათქვამი იყო, რომ 2 აგვისტოდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობა გაგზავნილი იყო ჩრდილოეთ ოსეთში „სადაც ისინი დაელოდებიან არსებული სიტუაციის ჩაწყნარებას“. ამავე ბლოგის ინგლისურენოვანმა ვერსიამ სახელწოდებით Voice of Soul ფუნქციონირება 6 აგვისტოს ღამით დაიწყო. 4 აგვისტოს “ნეზავისიმაია გაზეტა“-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „გადადებული ომი“. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რადიო დანამდვილებით აცხადებდა: „ომი შეიძლება დაიწყოს ხვალ“. რუსმა დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა მოითხოვა დაუყოვნებლივ ჩატარებულიყო „მშვიდობის იძულების ოპერაცია“. პარალელურად, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ თუ დაიწყებოდა ომი, აფხაზეთი „არ იდგებოდა განზე“. შემდეგ დღეს ბლოგში „სულის ხმა“ განთავსდა პოსტი „ომის მოლოდინში“.
5 აგვისტოსდამატებით ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეულმა, 40-მა საარტილერიო სისტემამ და ცალკეული სამთო-მსროლელთა ბრიგადის 33-ე სადაზვერვო ბატალიონმა რუსული გვირაბის გავლით გადმოკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი და შევიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ასევე 30 საარტილერიო დანადგარი იქნა გადასროლილი საქართველოში კუდარის უღელტეხილის გავლით.
ომის ინიციატორები და ხელმძღვანელები არ მალავდნენ, რომ რუსულ-აფხაზურ-სამხრეთ ოსური კოალიციის საბრძოლო მოქმედებების მიზანი შეიძლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ტერიტორიას სცილდებოდეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს შეუძლია პრეტენზია განაცხადოსსაქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე, მათშორის ბორჯომსა და ბაკურიანზე და პირობა დადო, რომ „დაბომბავდა გორს, ქარელს და ერთერთ საკურორტო ზონას“.„Независимаягазета“-თან ინტერვიუში, 5 აგვისტოს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ არ გამორიცხა საქართველოს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. დაუსახელებელმა წყარომ აფხაზეთის სადაზვერვო სამსახურებიდან იწინასწარმეტყველა, რომ „სპეციალურად მომზადებულ დივერსანტებს შეუძლიათ ააფეთქონ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი“. ის არ შემცდარა: რამდენიმე დღეში აფეთქების შედეგად თურქეთის ქალაქ ერზინჯანის მახლობლად ნავთობსადენი დროებით დაიხურა.
5 აგვისტოს საღამოსთვის როკის გვირაბის ჩრდილოეთ შესასვლელთან განლაგდა 58-ე არმიის მე-19 დივიზიის 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკები, 76-ე გვარდიული, საჰაერო-სადესანტო დივიზიის 104-ე და 234-ე საჰაერო-სადესანტო პოლკები 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 217 პოლკი და 31-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა. მათ შემადგენლობაში შედიოდა 11 693 სამხედრო, 891 ერთეული ჯავშანტექნიკა, 138 საარტილერიო დანადგარი.
6 აგვისტოს დილით დაიხურა ცხინვალის ყველა დაწესებულება და მაღაზია. მიდიოდა მოსახლეობის დაჩქარებული ევაკუაცია რუსეთში, საიდანაც, თავის მხრივ, მოემართებოდა რუსი დაქირავებული მებრძოლები და ჟურნალისტები. «Известия»სიამაყით იუწყებოდა, რომ მოხალისეები სამხრეთ ოსეთში თვით მოსკოვიდანაც მოდიან, რადიოთი გადმოსცემდნენ შეტყობინებას ომის დაწყების შესახებ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარმა გახსნა ცეცხლი ერედვის, ავნევის, დვანის და ნულის მიმართულებით. შედეგად ორივე მხარეს დაშავდნენ ადამიანები.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტი, რომელიც მოძრაობდა ვლადიკავკაზიდან ცხინვალის მიმართულებით, რათა არ გამოეტოვებინა ომის დასაწყისი, წერდა, რომ საკუთარი თვალებით დაინახა 6 აგვისტოს: „რუსეთი მომართავს საქართველოს საზღვართან სერიოზულ სამხედრო ძალებს. ალაგირიდან ზარამაგამდე მოძრაობენ სამხედრო კოლონები და ცალკეული მანქანები პირადი შემადგენლობით, ჯავშანტექნიკა. სამხედროები აცხადებენ, რომ გრძელდება სწავლებები, მაგრამ ეჭვიც არ არის, რომ რუსეთი ამ გზით ახდენს საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცის დემონსტრირებას, რომ ის საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს სამხრეთ ოსეთში, თუნდაც აუცილებელი გახდეს მშვიდობის იძულების ოპერაციის გამოყენება“. სამი კვირის მერე მანვე აღნიშნა: „მე ვხედავდი ჩვენს არმიას სრულ საბრძოლო მზადყოფნაში“.
ზაურ ალბოროვი, რომელიც გამოდიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის სახელით, თავის ჩანაწერებში milkavkaz.net -ის ფორუმზეითვლიდა საათებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე: 2 აგვისტო სწავლება“კავკაზ-2008“ დამთავრდა, ყველაფერი ზუსტად დავამუშავეთ, ახლა ვახდენთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, შენაერთების მობილიზაციას“.5 აგვისტო - „მოხალისეებო“ გავძლოთ და შემდეგ ერთ აგრესიულ ძალას ცუდი დღე დაადგება“. „მოკლედ, საქართველო იქნება გამოსაცდელი პოლიგონი შეიარაღების ახალი ნიმუშებისთვის და ტყვია-წამლისთვის, კონკრეტულად კი საწყობებში ბევრისხვადასხვა კალიბრის,ФАБ-ია (საავიაციო ბომბი), რომლებსაც ვადა გასდის, ასერომ „ბექფაერები“ (Ту-22М) მათ დიდად არ დაზოგავენ“, 6 აგვისტო - „დღეს ჩვენ გავუსწორდებით აგრესორს, ისინი პასუხს აგებენ ყველაფერზე“. 6 აგვისტოს მან დანამდვილებით იწინასწარმეტყველა „ვფიქრობ, ომი დაიწყება უახლოეს საათებში, მე მაქვს ასე ფიქრის საფუძველი“.
6 აგვისტოს საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სცადა სასწრაფოდ დაკავშირებოდა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, რათა განეხილათ ე.წ. სამხრეთ ოსეთში და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში წარმოქმნილი სახიფათო ვითარება, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი, რომელიცსატელეფონო კავშირს უწევდა ორგანიზებას, ასეთი იყო: „პრეზიდენტებს შორის საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა“.