21 აგვისტო - ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია

22 აგვისტო 2015 Shadow

წყარო: რადიო თავისუფლება

1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირე ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა ქვეყნის პოლიტიკური ლიბერალიზაცია - ე.წ. “პრაღის გაზაფხული” - შეეჩერებინათ. სპეცოპერაციაში სახელად „დუნაი“ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დასაკავებლად დაახლოებით 500000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.

ოკუპაციისას დაიჭრა 500 ჩეხოსლოვაკიელი და დაიღუპა 108. ამასთან, შეწყდა ალექსანდერ დუბჩეკის ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება და კომუნისტურმა პარტიამ მეტი ძალაუფლება მოიპოვა. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციამ საფუძველი ჩაუყარა ბრეჟნევის დოქტრინის ჩამოყალიბებას. მოსკოვის თანახმად, ეს დოქტრინა საბჭოთა კავშირს უფლებას აძლევდა, სამხედრო ინტერვენცია განეხორციელებინა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კომუნისტური მთავრობა საფრთხეში იმყოფებოდა.

ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1991 წლამდე გაგრძელდა.

FB367A44-C825-4AAD-BB0D-25A974F2760A_w974_n_s8575701_originalBD5D7892-8750-412D-BB56-AC052E91DCD2_w974_n_sF7736F92-5259-4324-B9D1-1766AAA4928D_w974_n_s