წყარო: informnapalm.org
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში ჰიბრიდული ტერორიზმის ძირითადი შემოქმედია. ეს ქვეყანა თავისი დანაშაულებრივი რეჟიმი გარეულია მრავალ სამხედრო დანაშაულში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში – საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში – სირიაში. წლების შემდეგაც კი სოციალურ ქსელებში მოიძიება ინფორმაცია, ომში რფ-ს შეიარაღებული ძალების მთელი ქვედანაყოფების მონაწილეობის ფაქტების შესახებ.
Damoukidebloba.com წარმოგიდენთ საერთაშორისო მოხალისეობრივი ჯგუფის – InformNapalm-ის OSINT-გამოძიებას, რომლის ფიგურანტები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს აგრესიაში მონაწილე რუსი სამხედროები არიან. პუბლიკაციაში დასახელებულია რუსეთის 58-ე არმიის ძველი ფორმირების (2009 წლამდე) 42-ე მოტომსროლელი დივიზიის 22 სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად, ამ სამხედრო შენაერთის კავშირგაბმულობის 478-ე ცალკეული ბატალიონის ოფიცრები და ზემსახურები. ამასთანავე, პუბლიკაცია შეიცავს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის უნიკალურ ფოტომასალას.
სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის შედეგად, მოხერხდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათი იდენტიფიკაცია. მათ შორის დაფიქსირდა 5 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 2014 წლის გაზაფხულს მონაწილეობდნენ ყირიმში შეჭრის ოპერაციაში (ამის შესახებ მტკიცებულებები წარდგენილი იქნება მომდევნო პუბლიკაციებში).
1. ალექსეი გენადის ძე უსატოვი
დაბ. თარიღი: 31/10/1976 წ., წარმოშობით: ქ. კალუგა რუსეთი. განთლება: ქ. ულიანოვსკის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი 1993-1998 წწ.. ოჯახის წევრები: მამა – გენადი უსატოვი, წარსულში სსრკ-ს არმიის ოფიცერი; დედა – ეკატერინა უსატოვა-სუშიი, წარმოშობით უკრაინიდან; ცოლი – ოლგა (ლელკა) უსატოვა. ჰყავს ქალიშვილი და ვაჟიშვილი.
სოციალური ქსელების გვერდები: «ОК» (გვერდის არქივი https://archive.is/J2k9z, ალბომების არქივი https://archive.is/cQcK8, https://archive.is/U6Xzl, http://archive.li/Z96Xp) – აქტიური, შეზღუდული წვდომის. თუმცა, არ აქვს დაბლოკილი წვდომა ალბომებზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის პერიოდის ფოტომასალაზე წვდომა; «ВК» (https://archive.is/zHoJB) – აქტიური; სხვა არააქტიური გვერდები: https://archive.is/p5h8L, https://archive.is/DcGpN.
მსახურობის შესახებ ინფორმაცია:
– 1999-2004 წწ. მსახურობდა კავშირგაბმულობის ტექნიკის და შეიარაღების შენახვის 527-ე ბაზაზე ასმეთაურის თანამდებობაზე (ს/ნ 82253, დას. სერედა ქ. კალუგა, რუსეთი);
– 2004-2006 წწ. მსახურობდა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების 62-ე სამხედრო ბაზაზე კავშირგაბმულობის ოფიცრად (ქ. ახალქალაქი / ქ. ახალციხე, საქართველო);
– 2006-2009 წწ. მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი დივიზიის კავშირგაბმულობის 478-ე ცალკეული ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე (ს/ნ 55095, დას. კალინოვსკაია ჩეჩნეთია, რუსეთი).
კომენტარების თანახმად, რამდენიმე წლის წინ დაითხოვეს რფ-ს შეირაღებული ძალების რიგებიდან. ბოლო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. ამჟამად, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. კალუგაში ან ქ.მოსკოვში, სავარაუდოდ დასაქმებულია „მჩს“-ის სახანძრო სამსახურში.
ალექსეი უსატოვის გვერდის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია
ა. უსატოვის სოც-ქსელის გვერდის ფოტომასალისა და ჩანაწერების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროისთვის, ის იკავებდა 42-ე მმდ-ს კავშირგაბმულობის 478-ე ბატალიონის მეთაურის თანამდებობას. შემოჭრის ძალებთან ერთად, საკუთარი დანაყოფის შემადგენლობაში, 2008 წლის 9 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში – ცხინვალის რეგიონსა და გორის რაიონში. უსატოვი კომენტარებში ხშირად იყენებს მაღალფარდოვან სიტყვებს, კერძოდ ,,მამაცობა“-სა და ,,გმირობა“-ს. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული ფოტომასალის მიხედვით, მის დაქვემდებარებაში მყოფი რუსი სამხედროების „გმირობა-მამაცობა“ მხოლოდ მაროდიორობით შემოიფარგლა, რაც დაცლილ ქართულ სოფლებში კერძო სახლების, მაღაზიებისა თუ ბაღების, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ობიექტების ძარცვა-განადგურებასა და ნადავლის გატანაში გამოიხატა.
2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის მეტი სურათი იხ. დაფარულული ბმულის ქვეშ
ა. უსატოვის (ფიგურანტი №1) პროფილის შესწავლის შედეგად, გამოვლენილი არიან კავშირგაბმულობის 478-ე ბატალიონის და 42-ე დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში 2008 წელს:
2. სერგეი მინენკოვი
დაბ. თარიღი – 23/08/1968 წ., მცხოვრები – ქ. მოსკოვი. 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობით 42-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. წოდება – გენერალ-მაიორი. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/zFxKU. სხვა წყაროებში: https://archive.is/e91OY, https://archive.is/9UXip.
არსებული კომენტარების თანახმად, 2008 წ.-ს ჩეჩნეთში დასახლება შალიში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შემდეგ დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან (შძ). მომდევნო პერიოდში მუშაობდა ქ. მოსკოვში სასამართლო მანდატურების სამსახურში.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #37 , #38 სლაიდზე.
3. ალექსანდრ ბოროდინი
2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე ტექნიკა-შეიარაღების დარგში. წოდება – მაიორი. სოციალურ ქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება. შეინიშნება უსატოვის ალბომის #28 , #43 სლაიდზე.
4. ევგენი შაპენკოვი
სავარაუდო დაბ. თარიღი – 06/06/1976 წ., მცხოვრები – ქ. ირკუტსკი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაური. წოდება – კაპიტანი. შესაძლებელია, დღემდე მსახურობდეს რფ-ს შძ-ში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადავიდა სამსახურის ახალ ადგილზე დ/პ აქსაიში, როსტოვის ოლქი.
სოცქსელების სავარაუდო გვერდები: http://archive.li/j4ILn – არააქტიური 2010 წლიდან. „გბდდ“-ს ბაზებში https://archive.is/7b37m.
შეინიშნება უსატოვის ალბომის #26 , #29 , #33 სლაიდზე.
5. ევგენი მოზჟელინი
დაბადების თარიღი არ ფიქსირდება, მცხოვრები – ქ. ეკატერინბურგი სვერდლოვსკის ოლქი, წარმოშობით –სტავროპოლიდან. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის 1-ლი ასეულის ოცმეთაური. განათლება – ნოვოჩერკასკის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში, წოდება – მაიორი.
სოციალურ ქსელებში: http://archive.li/yj26q, http://archive.li/fHr6x.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #41 სლაიდზე.
6. ვადიმ შალობალო
დაბ. თარიღი 15/10/1980 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ან 42-ე დივიზიის სხვა დანაყოფის ოფიცერი. წოდება – მაიორი. შესაძლებელია, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/VVgeH
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #30 სლაიდზე.
7. პაველ როგოჟინი
2008 წ. მდგომარეობით 58-ე არმიის სამშვიდობო ბატალიონის ასმეთაური. წოდება – კაპიტანი. სოციალურ ქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #27, #42 სლაიდზე.
დაბ. თარიღი – 19/10/1970 წ., მცხოვრები – ქ. აკსაი როსტოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/qFwUQ, http://archive.li/d0Lq2
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #9 სლაიდზე.
9. ალექსანდრ ევსუტინი
დაბ. თარიღი – 02/06/1980 წ., მცხოვრები – ქ. სტავროპოლი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოციალურ ქსელებში: http://archive.li/KlgMx, http://archive.li/r0zr2
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #16 სლაიდზე.
10. ნატალია ბაბაკ
დაბ. თარიღი – 20/04/19?? წ., მცხოვრები – ჩეჩნეთში. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლებელია, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/o04dA, http://archive.li/uYjdo
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #24, #40 სლაიდზე.
11. არტურ უმაროვი
დაბ. თარიღი – 20/01/1969 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მე-2 ასეულის სტარშინა. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. წოდება პრაპორშიკი. სოციალურ ქსელებში: http://archive.is/CfKYw, https://archive.is/Jyn3n
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #31, #32, #34 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
12. სერგეი პოპლოვიჩევი
დაბ. თარიღი – 04/08/1970 წ., მცხოვრები – ქ. გროზნო. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. წოდება – პრაპორშიკი. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/Nsp2K
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #33 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
13. ალექსეი პოლტავსკი
დაბ. თარიღი – 24/03/19?? წ., მცხოვრები – ვორონეჟის ოლქი ქ. ტალოვსკის რ-ნი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. სავარაუდოდ, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოციალურ ქსელებში: http://archive.li/0zjnS ალბომში ინახავს 2008 წ. ომის სურათებს http://archive.li/4JXqE
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #34 სლაიდზე.
14. კონსტანტინ ზახაროვი
სავარაუდო დაბ. თარიღი – 13/04/1974 წ., მცხოვრები – ქ. ვლადიკავკაზი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოციალურ ქსელებში: ფსევდონიმით Askolb Bonifatic http://archive.li/SkJCR, http://archive.li/iHZYy
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #34 სლაიდზე.
15. ანდრეი ჩერედნიკი
დაბ. თარიღი – 05/01/1968 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოციალურ ქსელებში: http://archive.li/X7JlW, http://archive.li/zoz9E
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #37 სლაიდზე.
16. ნიკოლაი კოზინი
დაბ. თარიღი – 01/08/1984წ., მცხოვრები – სოფ. ბარიშ ულიანოვსკის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – სტარშინა. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოციალურ ქსელებში: http://archive.is/lmsXT
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #38 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
17. ალექსეი არჟანიხ
დაბ. თარიღი – 13/03/1989 წ., მცხოვრები – ქ. ტოლატტი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/nfhjy, http://archive.li/MSBIU
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #44 სლაიდზე.
18. სერგეი ტოპორკოვი
დაბ. თარიღი – 25/01/19??წ., მცხოვრები – როსტოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში. სოციალურ ქსელებში: http://archive.li/RCWri
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #44 სლაიდზე.
19. ალექსანდრ ვორობიოვი
2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. სოციალურ ქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #25 სლაიდზე.
20. ვასილი სატეევი
2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – პრაპორშიკი. სოციალურ ქსელებში და სხვა წყაროებში არ ფიქსირდება.
ნახსენებია კომენტარში უსატოვის ალბომის #34 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
21. მუხტარ უმაროვი
2015 წ. მდგომარეობით გარდაცვლილი ან მოკლული დონბასში. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – ეფრეიტორი.
სოციალურ ქსელებში: https://archive.is/b5GHk, http://archive.li/J8yXX
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #23 სლაიდზე.
ჩვენი მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულს იღებდა მონაწილეობას ყირიმში შეჭრის ოპერაციაში.
22. ვოვა ბალუიანი
დაბ. თარიღი – 18/07/1971 წ. წარმოშობით ქ. ბათუმიდან. ამჟამად მცხოვრები – ქ. სმოლენსკი ან ქ. პოდოლსკი, მოსკოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. შესაძლოა, დღემდე მსახურობს რფ-ს შძ-ში.
სოციალურ ქსელებში: http://archive.li/YaUKh, http://archive.li/OuezG.
წლების წინ მსახურობდა აჭარაში რფ-ს მე-12 სამხედრო ბაზაზე.
ფიქსირდება უსატოვის ალბომის #39 სლაიდზე.
ვ. ბალუიანის ახლობლების დადგენის პროცესში გამოიკვეთა საგულისხმო ინფორმაცია – მისი ოჯახი 2014 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში ქ. ბათუმში:
ცოლი კარინა ბალუიანი-ბარსეგიანი. დაბ. 1972 ან 1973წ., სოციალურ ქსელებში: https://ok.ru/profile/350952806902 (http://archive.li/VP22S) ფსევდონიმით დაშიფრული გვერდი. კონტაქტებს შორის უმეტესწილად ფიქსირდებიან ქ. ბათუმის მკვიდრნი.
შვილი სოფია ბალუიანი. დაბ. 12/02/2002 წ., სოციალურ ქსელებში: https://ok.ru/profile/440486171097 https://ok.ru/profile/356108850113 (http://archive.li/czOCj, http://archive.li/KRabz) https://vk.com/id243148814 (http://archive.li/Jzi2I), მცხოვრები – ქ. პოდოლსკი. სამეგობრო კონტაქტებში მრავლად უფიქსირდებიან ქ. ბათუმის მკვიდრნი. ფოტოალბომის (http://archive.li/NdrOd) და თანაკლასელი კონტაქტების გათვალისწინებით, 2014 წ.-ს, დედასთან და უფროს ძმასთან ცხოვრობდა და სწავლობდა ბათუმში.
შვილი კარენ ბალუიანი. დაბ. 08/11/1996 ან 1997წ., სოციალურ ქსელებში: https://ok.ru/profile/366441525562 (http://archive.li/pUY6g) Undead Army J-Dog © ფსევდონიმით დაშიფრული გვერდი, სურათები არ უფიქსირდება. მეორე გვერდი https://vk.com/id178398420 (http://archive.li/vHYPl, http://archive.li/fA5jR, http://archive.li/hGplf) მისი სახელის შესაფერისია. 2017 წლის 2 სექტემბრის ფოტოზე (http://archive.li/DrOMb) პოზირებს სამხედრო ფორმაში და აირწინაღში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კარენ ბალუიანი, ამჟამად, რუსეთის არმიაში სავალდებულო სამსახურს გადის, ხოლო სხვა სლაიდები რუსული პროპაგანდის და აშკარა ანტი-დასავლური შინაარსის მატარებელია. სამეგობრო კონტაქტებს შორის უხვად არიან ქ. ბათუმის მკვიდრები და რუსეთში მცხოვრები პირები.