2020 წლის 30 აპრილს, ქართული არმიის დაარსებიდან 29 წელი გადის.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
ქართველ ჯარისკაცებს წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ თავი გამოიჩინეს მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ოპერაციაში.
საქართველოს თავდაცვის სფერო განაგრძობს დასავლური სტანდარტებით განვითარებას და ისწრაფვის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სამ სამხედროს მიენიჭა უმაღლესი - საქართველოს ეროვნული გმირის წოდება:
ზურაბ იარაჯულს - სამხედრო მფრინავს, რომელიც 1993 წლის 13 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა სოხუმთან ახლოს ჩამოაგდეს, მან კატაპულტირება მოასწრო, შემდეგ კი ტყვედ არ ჩაბარდა და გმირული დაიღუპა;
ზაზა დამენიას - საქართველოს არმიის კაპრალს, რომელიც 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან საკუთარი სხეულით გადაეფარა ხელყუმბარას, რითიც სანგარში სამხედროების სიცოცხლე გადაარჩინა;
გიორგი ანწუხელიძეს - 2008 წლის აგვისტოს ომის წამებულ გმირს...
ზურაბ იარაჯული
ზაზა დამენია
გიორგი ანწუხელიძე
საიტის - http://damoukidebloba.ge/ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სახელით, ვილოცავთ სრუალიად საქართველოს ამ ღირსსახსოვარ დღეს!