გმირი ქართველთა, სიმბოლო მთლიანობისა

17 ივნისი 2020 Shadow

„28 ივნისს არარუს ემიგრანტთა ეგზარხოსის წირვიდან, ბერძნების ტაძარში, ქაქუცას პანაშვიდზე მოგვიხდა დასწრება სენტ-იანში.

მკითხველი გაიკვირვებს, განსაკუთრებით „დი-პი“ - რა შუაშია აქ ეგზარხოსი და ქაქუცა, ან კიდევ ბიზეს ქუჩა და სენტ-უანის კარები?

იმ შუაშია, რომ სწორეთ ბერძნების ტაძარში მივასვენეთ ქაქუცას ცხედარი და იქ მოვასმენიეთ წირვა-პანაშვიდი; და ეს მოხდა სულ პირველად ჩვენს აქ ყოფნაში, მანამდის კი დავდიოდით დარიუს ქუჩაზე...

უქმე დღე იყო, უთვალავი ხალხი არა მარტო შიდ ტაძარში, ბიზეს ქუჩაზეც. პროცესიის მაყურებელნი სხვა ქუჩებზეც კითხულობდნენ ვის მიასვენებენ?

მათ არ იცოდენ, ჩვენ კი ვიცოდით ვინც იყო: ქაქუცა - გმირი ქართველთა, სიმბოლო ჩვენი მთლიანობისა“.

ანჩინ (აკაკი ჩხენკელი)

1953 წელი.

 

აკაკი ჩხენკელმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სრულუფლებიანმა ელჩმა პარიზში, 1953 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების წლისთავზე უბის წიგნაკში ეს ჩანაწერი გააკეთა.

 

    

 


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამგლოვიარო პროცესია პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან, 1930 წელი

 

 
ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი საფრანგეთში