საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვითარების შესახებ მესამე კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2015 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს. ანგარიშის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით ვითარების ასახვა და შეფასებაა. ანგარიში ცდილობს ვითარების ამსახველი რეგულარული და განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, პარტნიორ სახელმწიფოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კერძოდ, აქცენტი კეთდება წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე, საკუთრების უფლების უგულვებელყოფაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მონიტორინგისთვის და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე.
ანგარიშის მეთოდოლოგია არსებული ინფორმაციის შეგროვება, გაერთიანება და გაანალიზებაა. იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია პირველადი ინფორმაციის მოპოვება(ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა), ადამიანებთან გასაუბრება ან ინტერვიუების ჩაწერა, ანგარიშის ავტორები სხვადასხვა ორგანიზაციების თუ მედიის მიერ უკვე არსებულ და გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. ანგარიშში ასახული ინფორმაცია შეგროვებულია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო წყაროების მეშვეობით. ანგარიში მხოლოდ და მხოლოდ მეტად გახმაურებულ დარღვევებს მოიცავს, რადგან ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ვერ ასახავს.
ანგარიში იუწყება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, მაგალითად, როგორიცაა მავთულხლართების და ბანერების გახშირებული მონტაჟი. 2015 წელს დამონტაჟებული ბანერების და მავთულხლართების მიღმა დარჩა 150-ზე მეტი სოფელი და ადგილობრივი მოსახლეობის უამრავი ნაკვეთი და მიწა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდნენ. ანგარიში ასევე გვაუწყებს ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა თხილის მოსავლის აღებასთან დაკავშირებული დაკავებები და მოსწავლეებზე გავრცელებულ შეზღუდვები გალის რაიონის მოსახლეობისთვის.
ანგარიში მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურდეს ოკუპანტების ქმედებების დაგმობისკენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში შეახსენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობა. ასევე თხოვნით მიმართვან პარტნიორებს, მოუწოდონ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და მრავალი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები. ანგარიში ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პარტნიორები გამოიყენებენ სხვადასხვა მექანიზმებს, რათა აიძულონ რუსეთი, შეაჩეროს მავთულხლართების და სხვა არა-ადამიანური და ხელოვნური ბარიერების შექმნა.
იხილეთ სრული ანგარიში