წყარო: რადიო თავისუფლება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) განცხადებით, მისი პროკურორები გეგმავენ გამოიძიონ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულები. გამომძიებელ ქალ ფატუ ბენსოუდის დასკვნით, არსებობს „საფუძვლიანი ვარაუდი“, რომ ასეთი დანაშაული ჩადენილი იქნა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარებულ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე ხუთდღიან ომში. კონფლიქტის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ლტოლვილად იქცა.
2009 წელს საერთაშორისო უფლებათადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მრავალი მტკიცებულება შეაგროვა კონფლიქტის დროს ორივე მხრის მიერ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე. პროკურორ ბენსოუდას შესაბამის მიმართვას ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მხარდაჭერა სჭირდება. იმ დროს, როდესაც სულ უფრო იზრდება დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უკრაინისა და სირიის კონფლიქტის გამო, მოსამართლეთა ასეთი მხარდაჭერა ერთმანეთს დაუპირისპირებს რუსეთს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის და ევროპის მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო სასამართლოს.