ორგანიზაცია აირექს-მა მედიის მდგრადობის ინდექსი (Media Sustainability Index) გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აირექსი მედიის მდგრადობის კვლევას აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის 22 ქვეყანაში15 წელია აწარმოებს. კვლევა სისტემებისა და მედია გარემოს ეფექტურობასა და მდგრადობას ზომავს, მედია პროფესიონალებს, ინსტიტუციებსა და მთავრობებს არსებული სირთულეების გამოაშკარავებაში ეხმარება.
ამერიკის ხმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და კვლევის ზოგად მიზნებზე აირექსის ვიცე პრეზიდენტს ალექსანდერ დარდელის ესაუბრა. Damoukidebloba.com გთავაზობთ ამერიკის ხმის მიერ ჩაწერილი ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
ამერიკის ხმა: საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად-რა გამოწვევები და განვითარებები შეინიშნება ბოლო კვლევის შემდეგ?
ალექსანდრ დარდელი: საქართველო რეგიონის ნაწილია და აქაც რეგიონისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს ვხედავთ. ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული, მეგა ტენდენციაა თვითცენზურა, რომელსაც ჟურნალისტები სპონსორების, მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საამებლად მიმართავენ. თვითცენზურას ვაწყდებით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ტენდენციაა რუსული პროპაგანდის მომძლავრება. ჩვენ მედიაში არსებულ ვითარებას ხუთ კატეგორიაში ვზომავთ: სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტიკის ხარისხი, პლურალიზმი, მედიაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა და ფინანსური გარემო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხრივ სტაბილურად მდგრადი გარემოა, თუმცა ის ბუფერული შრე, რომელმაც მედია მთავრობის ზეწოლისგან უნდა დაიცვას, საკმაოდ მყიფეა.
ამერიკის ხმა: რუსეთის მზარდ პროპაგანდას რა როლი უკავია ამ დინამიკაში-საქართველოსა და რეგიონში?
ალექსანდრ დარდელი: საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი ტერიტორიის ნაწილს რუსეთია კონტროლებს. ამასთან, რუსეთი კარგად აფინანსებს მის დეზინფორმაციულ არხებს. რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოს პატარა სარეკლამო ბაზარი აქვს. მის ჟურნალისტებს არცკი შეუძლიათ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჩასვლა. საქართველოს რუსული პროპაგანდის საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაში, რომელსაც ინფორმაცია რუსულენოვანი წყაროების გარდა, არსაიდან მიეწოდება.
წყარო: amerikiskhma.com