წყარო: Netgazeti.ge
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო, რომლის თანახმადაც საქართველო ნატოს წევრი MAP-ის გავლით გახდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის მიღებას.
დეკლარაციის თანახმად, ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას საბოლოო წევრობისათვის მოამზადეს; ასევე საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს ლიდერების პოზიციას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) დახმარებით საქართველო გახდება ნატოს წვერი.
დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში მაღალი შეფასება აქვს საქართველოს მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, ინსტიტუციების გამჭვირვალეობის გარისხისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც მათი განცხადებით სამაგალითოა მთელი რეგიონისათვის. აქვე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო კანონის უზენაესობის, მედიაპლურალიზმის გაძლიერებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.
დოკუმეტში მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტარციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას. ასევე ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
დოკუმეტში მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტარციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას. ასევე ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ასამბლეა მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციისათვის და მის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
დეკლარაციის სამუსაო ვერსიაში მოუწოდებენ ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს:
- განაგრძონ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის პროცესში.
- გააუმჯობესონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება იმისთვის, რომ შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის.
- სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში დაგანიხილონ დამატებითი გზები საქართველოს მხარდაჭერის გააქტიურებისთვის. მათ შორის ერთობლივი რეგულარული სწავლებების ჩატარებით და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით.
- დაეხმარონ საქართველოს გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს პროდასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერას.
- განავითარონ საქართველოსთან შავი ზღვის დაცვაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, როგორც ასპირანტ ქვყანასთან.
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:
1. ნატოში ინტეგრაციისთვის სრულად გამოიყენოს შესაძლებლობები, რომლებსაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა სთავაზობს. ასევე გამოიყენოს მისი გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის როლი.
2. შეინარჩუნოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კურსი, შეინარჩუნოს შემოწმებისა და დაბალანსების სისტემა, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, დაიცვას მედია პლურალიზმი, ისევე როგორც გააძლიეროს დიალოგი და შემაციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
რუსეთის ფედერაციას:
1. პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრეში, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის არიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი შეარაღებული ძალები.
2. შეასრულოს მოვალეობების საქართველოსთან მიმართებაში და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს.
3. თანაზიარი გახდეს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაის ძალის გამოუყენებლობაზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან საქართველოს მისამართით.
4. შესაძლებელი გახადოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა პირობას დებს, რომ ნატოში გაწევრების პროცესში ის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას, ისე როგორც ამას წარსულში აკეთებდა.