წყარო: EU Observer
მიუხედავად რუსეთის ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მონაწილეობისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დეკემბერში რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გასახანგრძლივებად ემზადებიან,
23 ნოემბერს, ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა “EUobserver”-ს განუცხადა: „ზოგადად ყველა წევრი სახელმწიფო იმავე პოზიციაზეა“. მან ასევე დაამატა, „ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე კვირა და ვნახოთ,რას მოიმოქმედებს პუტინი ...”.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ახსენა ყირიმში მომხდარი ფაქტიც, 22 ნოემბერს დივერსანტებმა ელექტრონული ქსელი დააზიანეს უკრაინის ძირითად ნაწილში, რის გამოც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი მოკლე დროით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგს მიაჩნია, რომ ყირიმზე [ელექტრონული] სისტემის ავარია შემთხვევითი არ იყო.
მეორე წყარომ, დაადასტურა „Reuters”-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრიტანეთი და აშშ შეთანხმდნენ სანქციების ექვს-თვიან გახანგრძლივებაზე თურქეთში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში.
„Reuters”-მა აღნიშნა, რომ კამერონმა, მერკელმა, რენციმ, ობამამ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაბიუსმა შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლო გადაწყვეტილება მიიღება 28 წევრი სახელმწიფოს ლიდერების მიერ დეკემბერის სამიტის ფარგლებში. დიდი ოცეულის სამიტზე ასევე განიხილავდნენ დიდი შვიდეულის ( კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალიამ იაპონია, ბრიტანეთი და აშშ) ფარგლებში ამ თემაზე მსჯელობის გაგრძელებას.
შარშან დაწესებულ სანქციებს ვადა იანვრის ბოლოს ეწურება, იმ შემთხვევაში თუ ერთხმად არ გახანგრძლივდა. მინსკის შეთანხმება მოითხოვს, რომ ყველა „უცხო“ სამხედრო ძალამ დატოვოს უკრაინის ტერიტორია და რუსეთმა უკრაინის საშუალება უნდა მისცეს საკუთარი საზღვრების კონტროლის მოახდინოს.
შეთანხმება ავალდებულებს კიევს, გამოსცეს განსაკუთრებული კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოკალური არჩევნების შესახებ.
ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იმ პარალელურად განიხილება, როდესაც ევროკავშირს სურს რუსეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში ჩართოს. პუტინმა მოუწოდა დასავლურ ძალებს, შეუერთდნენ გლობალურ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ. ასევე, მან მალიში მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა, სადაც ექვსი რუსი და ორი ბელგიელი მოქალაქე დაიღუპა.
ევროკავშირის კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი მიუთითებს დასავლური ძალების მცდელობაზე შექმნან ერთგვარი „განყოფილებები“ რუსეთთან ურთიერთობებში, სადაც უკრაინის საკითხს არ ექნება პირდაპირი კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან.