წყარო: radio1.ge
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას.
როგორც სტოლტენბერგმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, პროპაგანდას უნდა ებრძოლოს თვითონ ქართველი ხალხი და ნატო ამას მის მაგივრად ვერ გააკეთებს. გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღი სიმართლეა.
”მესმის შეშფოთება რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. აღნიშნული რამდენიმე ქვეყანაში ვიხილეთ. ნატო-სთვის საკითხი ასე არ დგას, რომ პროგაპანდას პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ გვწამს, რომ ადამიანებს გააჩნიათ უნარი გაარჩიონ რა არის პროპაგანდა და რა არის სიმართლე. ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე და გვჯერა, სიმართლე გაიმარჯვებს პროპაგანდისტულ მიზნებზე. ნატო-ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხზეა დამოკიდებული - იგი უნდა აღუდგეს პროპაგანდას. რეალურად მწამს, რომ თვითონ ქართველებს შუეძლიათ ებრძოლონ პროპაგანდას და მე მათ ნაცვლად ამას ვერ გავაკეთებ. თავისუფალი პრესა, ციფრები, მონაცემები, არის საუკეთესო საშუალაება პროგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რომ არ იყოთ მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.