უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და რიგითი ადამიანების ათი მთავარი გამარჯვება დაასახელა:
1. კიევის, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის წარმატებული დაცვა 2022 წლის თებერვალ-აპრილში;
2. მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წინააღმდეგობა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
3. რუსული ჯარების უკანდახევა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან 2022 წლის მარტ-აპრილში.
4. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერის "მოსკვას" განადგურება 2022 წლის აპრილში;
5. კუნძულ ზმეინის გათავისუფლება 2022 წლის ივნისში;
6. 2022 წლის ივნისსა და აგვისტოში უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში რუსული არმიის მომარაგების სისტემის განადგურება;
7. ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში;
8. ხერსონის გათავისუფლება 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში;
9. საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმატებული ექსპლუატაცია 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე;
10. რუსეთის შეტევის შეკავება აღმოსავლეთ უკრაინაში 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.
„მტრის შეკავება დღემდე გრძელდება. ქვეყანას ახსოვს ის დიდი ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი იხდის თავისუფლებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ახლა დგას ბრძოლის ველზე და აგრძელებს სამშობლოს დაცვას. მადლობა ყველა მამაც უკრაინელს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე დგას“, - თქვა ანა მალიარმა.