წყარო: cogita.ru
უფლებათა დამცველი,სანქტ-პეტერბურგში არსებული დემოკრატიული ორგანიზაცია "სამოქალაქო კონტროლის" ვიცე პრეზიდენტი იური ვდოვინი, აგვისტოს რუსეთისთვის სახიფათო თვედ მიიჩნევს და რუსეთის წარსულისა და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, განიხილავს რა სვლებს უნდა ველოდოთ 2015 წლის აგვისტოსა და უახლოეს მომავალში კრემლისგან.
თუ წარსულს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იური ვდოვინის შიში საფუძველს მოკლებული სულაც არაა, რადგანაც სწორედ ამ თვეს უკავშრდება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმება, სტალინისა და ჰიტლერის დაპირისპირების დაწყება, ბერლინის კედლის შენების დაწყება, ჩეხოსლოვაკიის სამარცხვინო დაპყრობა, 1991 წელს სახელმწიფოს გადატრიალება და ბესლანისა და საქართველოს ომები.
იური ვდოვინის თქმით, დღეს რუსეთში არსებული სიტუაციის მიზეზები წარსულში უნდა ვეძებოთ. მაშინ, როდესაც კაპიტალისტურ ქვეყნებში დღითიდღე უმჯობესდებოდა მოსახლოების საცხოვრებელი პირობები, რუსეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ქვეყანა საბჭოთა კავშირისგან დატოვებულ სოციალიზმში ცხოვრობდა, ყველა არსებულ რესურსს კი „კგბ“ აკონტროლებდა, რომლის წევრებსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ ეკონომიკაზე, ამიტომ, კაპიტალიზმისკენ სვლა ვარიანტადაც არ განიხილებოდა. რუსეთი დღესაც ამ გზას მიჰყვება და , შესაბამისად, პროგრესიც არ შეინიშნება. ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მასაზრდოებელი დღემდე მხოლოდ ნავთობისა და გაზის საბადოებია ,ეკონომიკური განვითარებისათვის ეს არ კმარა , ძირეული რეფორმები კი ჰორიზონტზეც არ ჩანს.
ეკონომიკის გარდა, არასახარბიელო სიტუაცია იყო და დღესაც არის მედიის თავისუფლების მიმართულებით, რის გამოც, მოსახლოება ხშირად ინფორმაციულ ვაკუუმშია და რეალობას კრემლის თვალით უყურებს. შეზღუდულია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაც. საერთაშორისო ასპარეზე რუსეთს თითქმის არ ჰყავს მეგობრები, თუ ფულით ნაყიდ ურთიერთობებს არ ჩავთვლით.
რუსეთის თვითნებური და არადიპლომატიური ქმედებები აღარასავისთვის წარმოადგენს სიახლეს, რისი ერთ-ერთ მაგალითიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობამ კრახი განიცადა. ამ დროს საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობდა დემოკრატიულ და ლიბერალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის, ბევრი რამ შეიცვალა კიდეც უკეთესობიკენ , მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ეს ფაქტორები რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა და შემდეგ საკუთარი აგენტურით სააკაშვილის ხელისუფლების მოშორებაც მოახერხა.
რუსეთის მოსახლოებისთვის კი მედია საშუალებების მეშვეობით სულ სხვა რეალობა არსებობს, ქვეყანა სრულ ტყუილში საინფორმაციო საშუალებების „ობიექტურობის“ გამოა. მოსახლოების უმეტესობას დღემდე ჰგონია, რომ რუსეთი საკუთარი მშვიდობიაინ მოქალაქეების დასაცავად არღვევს სხვა ქვეყნის საზღვრებს, შემდეგ კი ამ ქვეყნების პროდუქციას მხოლოდ მათი დაბალი ხარისხსის გამო უცხადებს ბლოკადას. კრემლი ისევ ურცვხად არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და დაუსჯელობის სინდრომი აქვს, რისი გამოვლინებაც ყირიმის ანექსიაა, მიუხედავად მსოფლიოს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული ტერიტორების შექმნის გამო.
დღეს რუსეთში მრავალი მითი არსებობს, მაგალითად, ხელისუფლებაში ძალთა თანაბარი გადანაწილების , თავისუფალი არჩევნების ან დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, რეალურად კი ქვეყანა ერთპიროვნულად იმართება , არჩევნებსაც მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოც კია.
რუსეთისთვის სახიფათო აგვისტოს თვის დაწყებამდე ცოტახნით ადრე, ივლისის თვეში , 15მა ქვეყანამ უარი განაცხადა რუსული გაზის მიღებაზე, რაც , რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის ბიუჯეტზე, “გაზპრომისთვის“ ევროპული ბაზარი უმთავრესია, 2013 წელს მან გაზის 85 % სწორედ ევროპას მიჰყიდა.
უფელბადამცველი იური ვდოვინი, ეჭვისთვალით უყურებს ქვეყნის მაღალი ეშელონების სამომავლო გეგმებს, რაც ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული, ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა კი სულ უფრო და უფრო იძაბება. უფლებადამცველის აზრით, დღეს რუსეთში არსებული ეს სიტუაცია ნაღმივითაა, რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება.