ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავას მიერ 2006 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ამბოხებიდან ევოლუციამდე“ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხი პრიორიტეტული 1992 წლიდან გახდა, თუმცა იმ პერიოდში არსებული მძიმე ვითარების გამო, ეს ჯერ მხოლოდ გაუცნობიერებელი ქმედება იყო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. ნატოსთან ინტეგრაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2003 წლის მერე გახდა. მას შემდეგ, ქართული მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს.