ამერიკელი სენატორები საქართველოში

4 იანვარი 2017 Shadow

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემი და ემი ქლობუჩერი 27 დეკმებრიდან -2 იანვრის ჩათვლით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იმყოფებოდნე. ვიზიტის დროს სენატორებმა 5 ქვეყნის დედაქალაქი და ორი ფრონტისპირა ხაზი მოინახულეს. სენატორების თქმით, ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც არ მიატოვებს თავის მოკავშირეებს. საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სენატორები 2017 წლის დადგომას  დონეცკის ოლქის იმ ნაწილში შეხვდნენ, რომელსაც უკრაინელ ჯარისკაცები აკონტროლებენ. მათ შიროკინო მოინახულეს, ეს ფრონტისპირა სოფელი მარიუპოლსა და ოკუპირებულ ნოვოაზოვსკს შორის მდებარეობს. ამერიკელი სენატორების ვიზიტამდე 15 წუთით ადრე, რუსმა ოკუპანტებმა შირიკინოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. საპასუხოდ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას.

amer

2017 წლის 1 იანვარს კი უკვე საქართველოში იყვნენ. სენატორები, კიდევ ერთ ფრონტისპირა სოფელს, გორიდან 18 კილომეტრით მოშორებულ - ხურვალეთს სტუმრობდნენ. ამერიკელებმა რუსეთის საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ, ვანიშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცეს. ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭრას, მისი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.

makk

ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც იმყოფებოდა,სადაც მან ქართველ სამხედროებს მიმართა: "ვლადიმერ პუტინის "წყალობით" მსოფლიო გაცილებით უფრო სახიფათო ადგილი გახდა. 2008 წელს ის არალეგალურად და ამორალურად შემოიჭრა საქართველოში, შემდეგ - ყირიმში. ასევე, ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება მამაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. გუშინ ვეწვიეთ რამდენიმე ადგილს, რომელიც არალეგალურად ანექსირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი ლიდერი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ მშვიდობა არის სიძლიერე. თქვენ წარმოადგენთ რეიგანის ამ სიტყვების მემკვიდრეობას და ეს იქნება მესიჯი რუსეთისთვისაც. ღრმად მწამს, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტორები, ამერიკელი და ქართველი ხალხის თავისუფლების გარანტორები"

ისინი თბილისში საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს და ოპოზიციას შეხვდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სენატორების ეს ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება იყო.

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის ბათუ ქუთელიას შეფასებით ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალი იყო აშშ-სგან. „დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებია და მიდის მცდელობა, რომ შეიქმნას შემაკავებელი ფაქტორები იმისთვის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, მიუხედავად მათი ზომისა და პოლიტიკური წონისა, უკეთ იყვნენ დაცულნი.

ეს ვიზიტი უფრო იყო მხარდაჭერის დემონსტრირება. ამაზე ტურნეს მარშრუტიც მიუთითებს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ან შეიძლება, მომავალში იყვნენ, რუსეთის ახალი პროვოკაციების შემთხვევაში.

ეს არის ერთის მხრივ, ძლიერი პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის, და ასევე, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის, იმის ხაზგასასმელად, რომ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მხარადჭერა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დიდი პრიორიტეტია.“

ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უხუცესი, 80 წლის ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირისა და წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით არის დაჯილდოვებული, საქართველოში მეხუთედ იმყოფებოდა. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი და შეერთებულ შტატებში გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთის ხელისუფლების საოკუპაციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს და ვლადიმერ პუტინის მისამართით მკვეთრ განცხადებებსაც არ ერიდება.

 

წყარო:

amerikiskhma.com