25 თებერვალს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები ამირან გუგუტიშვილი დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში დააკავეს. 69 წლის მამაკაცი საკუთარ დამწვარი სახლის მოსანახულებლად იმყოფებოდა, მას დანგრეული სახლიდან გასათბობად ძველი ხის მასალა უნდა წაეღო. მავთულხლართები სწორედ მისი სახლ-კარის ნაკვეთის მიჯნაზე გადის. ეს ადგილი, კიდევ შვიდ ოჯახთან ერთად, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მოხვდა. მავთულხლართებიდან 50 მ მანძილზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ცნობის ან პასპორტის არქონის გამო, რუსი მესაზღვრეები ადგილობრივებსაც აკავებენ.
დღეს კი, 3 დღიანი პატიმრობის შემდეგ, გუგუტიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. გატაცებული ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს. გათავისუფლებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოლიციას არ დაუკითხავს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტმა მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ დაკავების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამირან გუგუტიშვილი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყაროები: