ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ფრანგულმა ფილიალმა იმისათვის, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიეპყრო საზოგადოების ყურადღება, 2010 წელს დაიწყო სოციალური კამპანია, რომელიც საფრანგეთ-რუსეთის 2010 წლის ნაწილი გახდა. კამპანიის სიმბოლო "მატრიოშკა" იყო, სლოგანი კი ასე ჩამოყალიბდა - "არ უნდა მივცეთ რუსეთს საშუალება საკუთარი შარმით დაფაროს დანაშაული", მთავარი სიმბოლო კი გახდა რუსული "მატრიოშკა".