აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა, კალიფორნიაში, უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, კრემლისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
"რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს და აქტიურად ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების დაშინებას. ამასთანავე, სირიაში „ცეცხლზე ნავთს ასხამს“, ახანგრძლივებს სამოქალაქო ომს და აღვივებს ექსტრემიზმს. პარალელურად კი ამტკიცებს, რომ თითქოს ექსტრემიზმის წინააღმდეგია.”
ამერიკის თავდაცვის მდივანი რუსეთს არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლასა და სტრატეგიული სტაბილურობის დარღვევაშიც ადანაშაულებს. “ზღვაში, ჰაერში, კოსმოსში და კიბერსივრეშიც კი რუსები ჩართულები არიან პროვოკაციულ ქმედებებში. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოსკოვის ბირთვული მუქარა კითხვებს აჩენს, თუ რამდენად ერთგულნი არიან რუსი ლიდერები სტრატეგიული სტაბილურობის მიმართ და რამდენად იცავენ ისინი ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ დადგენილ ნორმებს.“
ეშტონ კარტერის თქმით, არც რუსეთს და არც ჩინეთს მსოფლიო წესრიგის შეცვლა არ შეუძლიათ, მაგრამ ცალკეულ საკითხებში გამოწვევები მაინც ხდება. რუსეთისგან წამოსული მუქარები, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, აშშ-ს აიძულებს საკუთარი ბირთვული ძალებისა და შეიარაღების სხვა სახეობების მოდერნიზება განახორციელოს. თუმცა, ასევე დასძენს, „ჩვენ არ გვინდა ცივ ომი, მითუმეტეს კი კონვენციური. ამერიკას არ სურს რუსეთი მტრად აქციოს, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ, რადგან ამერიკა დაიცავს, როგორც საკუთარი, ასევე მოკავშირეების ინტერესებს."