ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს, 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ფარგლებში, 18 608 036 აშშ დოლარის ღირებულების HUEY II-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს, - შესაბამისი განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ 11 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცა.
სამხედრო ვერტმფრენებს, რომლებსაც სამაშველო შესაძლებლობებიც ექნება, ქართული მხარე აშშ-სგან ნაწილების მარაგთან, შესაბამის პუბლიკაციებთან და სწავლების მომსახურებასთან ერთად, 2018 წელს მიიღებს.