წყარო: netgazeti.ge
ახალგორის რაიონის გზაზე დღეს, 19 მაისს, დილის საათებში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცები დაიღუპნენ, ნაწილი დაშავდა.
ავარიის დროს ავტობუსში, რომელიც გზიდან გადავარდა, 25-მდე ჯარისკაცი იმყოფებოდა, მათგან 6 დაიღუპა, 19 კი მძიმედ დაშავდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის შერგეი შოიგუს ბრძანებით, მოსკოვიდან უკვე გამოფრინდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, ბორტზე მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მედასისტენტებით. დაშავებული სამხედრო პირები ცხინვალის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ავტობუსს სამხედროები შეკრებისთვის შერჩეული დისლოკაციის ადგილას გადაჰყავდა.ოფიციალური ცნობით, სამხედროები ცხინვალიდან ყანჩავეთში მიემგზავრებოდნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, ანატოლი პლიევის განაცხადებით, ავარიის სავარაუდო მიზეზი ნისლი და ცუდი ხილვადობა იყო. მეორე ვერსიით კი, ავარიის გამომწვევი მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, ცხინვალში დღეს სამხედრო ექიმები ჩავლენ და დაზარალებულების რუსეთში ევაკუაცია მოხდება.