„ბორჯომი“ რუსი ოლიგარქის ხელში

7 მაისი 2015 Shadow

ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი „ბორჯომი“ იმ იშვიათ ქართულ პროდუქციას შორისაა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია.  ბორჯომის მოპოვების ლიცენზიას შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ფლობს. ეს კომპანია აწარმოებს მინერალურ წყლებს - „ბორჯომი“, „ლიკანი“, ასევე სასმელ წყალს - „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“.მის საკუთრებაშია ჩამომსხმელი ორი ქარხანა. პირველში ბორჯომს შუშის ბოთლებში ასხამენ მეორეში კი მინერალური წყალი პლასტიკატის ბოთლებში ისხმება.

“აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ყოფილი „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაა“.

 2004 წელს ქართული კომპანიის ბაზაზე საერთაშორისო კომპანია „IDS Borjomi International“- ი შეიქმნა. შემოიერთა უკრაინული შპს „სამრეწველო–სადისტრიბუციო სისტემა“  და მორშინის მინერალური წყლების ქარხანა. მოგვიანებით, ამ გაერთიანებაში შევიდა რუსული მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „ედელვეის ელ“.

თავად “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” დირექტორი ზაზა კიკვაძეა, ოფიციალური მესაკუთრე არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”. მისი დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. აშუროვი ხელმძღვანელობს IDS Borjomi International-საც.


fridman medvedevსაერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International დააფუძნა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის, ბორის აბრამოვიჩსა და ბორის ბერეზოვსკის მიერ შექმნილმა კომპანია Salford Capital Partners-მა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის Salford Capital Partners-ის აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადაო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო.


2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილებმა განაცხადეს, რომ  IDS Borjomi International -ს საკონტროლო პაკეტი რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია Alfa Group-ს 300 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.

გაყიდვის მომენტში, IDS Borjomi-ის ყველა აქტივი რუსეთსა და უკრაინაში სასამართლოს მიერ დაპატიმრებული იყო. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ IDS Borjomi, რომელიც რეალურად 700-800 მილიონი დოლარი ღირს და ყოველწლიურად 250 მილიონ სუფთა მოგებას ტოვებს, საკმაოდ დაბალ ფასად გაიყიდა.

Alpa Group -ი ფლობს საკომუნიკაციო კომპანია Vimpelcom-ის 44%-საც. ამ ჯგუფის წევრია საქართველოს ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორი “ბილაინი” (იურიდიული სახელწოდება მობიტელი). შეიძლება ითქვას, რომ „ბორჯომსა“ და „ბილაინს“ ერთი მთავარი მფლობელი ჰყავს.

„ფორბსის“ თანახმად, მიხაილ ფრიდმანი 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მდიდარ რუსებს შორის მეორე ადგილზეა. მისი ქონება 15.6 მილიარდი დოლარია.