ტელეკომპანია "მაესტროში" სტუმრობისას მწერალმა ლაშა ბუღაძემ გააკრიტიკა ინტერაქტივში დასმული შეკითხვის ფორმულირება: "ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში?" მწერალმა განმარტა, რომ ეს არ არა რუსეთ-თურქეთის, არამედ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისიპირებაა, რადგანაც თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, საქართველო კი ყოველთვის იმ მხარეს უნდა იყოს, სადაც დასავლური სამყარო დგას. ბუღაძის თქმით, რომ ეს არჩევანი საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა და ამას ქვეყნის ისტორიაც მოწმობს.
ინტერაქტივში დასმულ შეკითხვაზე მოცემული ვარიანტებიდან თუ ვის უნდა დაიჭიროს მხარი საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, ავტორთა 80%-ზე მეტმა პასუხი "რუსეთს" აირჩია. მწერალმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ კითხვის ასეთი ფორმულირება კრემლის პროპაგანდისტულ ქმედებას გავს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ქართული მედია ატარებდა და ინტერაქტივში დასმული შეკითხვა "რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ქართული ნასხლეტად" შეაფასა. ბუღაძის თქმით, „ უნდა ვიცოდეთ რა არის სინამდვილეში ფასეული და რა არის კგბ- ჩეკისტური პროპაგანდა“.