1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.
იოსებ გებელსის შეფასებთ, ეს გახლდათ „გერმანული ჯარების ყველაზე დიდი მობილიზება, რაც მსოფლიოში აქამდე უნახავთ“ - ნახსენებია, BBC-ის სტატიაში 1941 წლის "ბარბაროსას ოპერაციის" თაობაზე. (1941: Hitler invades the Soviet Union, BBC)
„74 წლის წინ გერმანია, რუმინეთი, იტალია და სლოვაკეთი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და ასე დაიწყო დიდი სამამულო ომი“ - საუბრობს რუსი ისტორიკოსი, ანდრეი ზუბოვი ჰიტლერისა და სტალინის თანაბარ პასუხისმგებლობაზე მომხდარი ტრაგედიის თვალსაზრისით.
„1941 წლის 22 ივნისი იყო ტრაგედის ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს ომი იყო, რომლის შედეგად 26 მლნ ადამიანი გარდაიცვალა, საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 15%. ეს სტალინის საგარეო პოლიტიკის დამსახურება გახლდათ.
ომში დაღუპულთა უმეტესობა გერმანელ ჯარისკაცებს და მათ იარაღს შეეწირა, თუმცა ჩვენ გვავიწყდება, რომ საბჭოთა რეჟიმი გერმანიის მოკავშირე იყო, მან დაამყარა მშვიდობა აგრესორთან იმისთვის, რომ პოლონეთი გაენაწილებინა და ბალტიის ქვეყნები თავის შემადგენლობაში შეეყვანა. ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ერთი აგრესორი თავს დაესხა მეორეს. იმ დროისთვის საბჭოთა კავშირი რომ დემოკრატიული ყოფილიყო, ჰიტლერი გერმანიის სათავეში არ იქნებოდა და მეორე მსოფლიო ომიც არ დაიწყებოდა. მაგრამ ჩვენ ორივე ტოტალიტარული რეჟიმები ვიყავით.
ხშირად ამბობენ, რომ რუსი ხალხის დღევანდელი მშვიდობის გარანტი დიდი სამამულო ომი გახლდათ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი იკავებდა მიწებს და ნაკლებად ადარდებდა ადამიანების ბედი. ბოლშევიკების პოლიტიკა თავიდანვე კოლექტივიზაციასა და შიმშილზე იყო მიმართული. ომი უბრალოდ ერთ-ერთი დამატებითი ეტაპი გახლდათ.
ომი, როგორც ტრაგედიის ნაწილი, გვაბრუნებს რა საბჭოთა კავშირში, სადაც უმეტესობა დუმდა და თავს იტყუებდა, მაინც იქცა ტრიუმფის საფუძვლად.