წყარო:interpressnews.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ დვანში დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი, არასრულწლოვანი გათავისუფლებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, დაკავებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით მოხდა.
"ეს იყო უკანონო დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. ჩვენს მიერ დაუყონებლივ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენი აქტიური ძალისხმევის შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით არასრულწლოვანი იქნა გათავისუფლებული", -აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ქარელის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ დვანის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი დააკავეს. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი, დვანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ტატო მამაგულაშვილი იყო. მისი ბიძაშვილი, დიმიტრი მამაგულაშვილი კი ამ დრომდე დაკავებულია.