წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო წევრების ვიზიტი ბრიუსელსში

24 თებერვალი 2017 Shadow

22 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და სასულიერო პირებმა ნატოს სათაო ოფისში შეხვედრები გამართეს.
ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს-  ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.
ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD)  ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა… ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ, უნდა დაინგრეს”, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

episk3
ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმაც შეაფასა:
“ჩვენ აქ ყველანაირად მიღებული ვართ… ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.
ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
გარდა ამისა, სასულიერო პირები ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, კარმენ რომეროს, აშშ-ის, ასევე, ნიდერლანდების, რუმინეთისა და ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდნენ . დელეგაცია ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასაც ესტუმრა, მათ ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ უმასპინძლა.შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში 2016 წლის 7-11 ნოემბერსაც იმყოფებოდა.ინოდის წევრები, სასულიერო პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მაშინ, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ინფორმაცია გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ მიაწოდა.

 წყარო:

kvira.ge