ესტონეთი და ლატვია საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციას მოითხოვენ

30 აგვისტო 2016 Shadow

წყარო: uawire.org

ესტონეთი და ლატვია საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციას მოითხოვენ.  ეს გადაწყვეტილება მიიღეს შეხვედრისას ესტონელმა და ლიტველმა ექსპერტებმა, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციის  დროს მიღებული ზარალი უნდა შეაფასონ. ისინი საბჭოთა კავშირის ლეგალურ მემკვიდრედ რუსეთის ფედერაციას ასახელებენ.

ესტონეთის იუსტიციის მინისტრის-ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ წარსულზე.

„გუშინ ესტონეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წელი გავიდა. თუმცა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა, რომელიც წინ უძღვოდა დამოუკიდებლობას, დიდი ტანჯვა მოუტანა ჩვენს ხალხს. უნდა ვიცოდეთ, რომ ვერ შევქმნით მომავალს წარსულის გააზრების გარეშე. ამიტომ, ძალა უნდა მოვიკრიბოთ, გავაანალიზოთ წარსული და დავიცვათ ჩვენი უფლებები, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვაძლიერებს."

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ამ შემოდგომაზე ლიტვასთან ერთად დავიწყებთ საბჭოთა ოკუპაციისგან მიღებული ზარალის შესწავლას. გვჯერა, რომ ოკუპაციის შედეგები საჯარო და ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანები შეძლებენ გაიაზრონ რამდენად დიდი იყო დანაკარგი.“ - განაცხადა ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა- რუტუ პაზდერამ.

ესტონეთის იუსტიციის მინისტრის, რეინსალუს თქმით, რუსეთი არის საბჭოთა კავშირის ლეგალური მემკვიდრე, შესაბამისად, ეს აძლევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს უფლებას, რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვონ კომპენსაცია.