წყარო: რუსთავი 2
ევროკავშირი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედებას იწყებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და მათ შორის საქართველო ერთი-ერთია, სადაც ევროკავშირის რუსულ პროპაგანდასა და ჟურნალისტურ საჭიროებებს შეისწავლის, - წერს დასავლური მედია.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც რუსული მასობრივი პროპაგანდა საერთაშორისო და შიდა აუდიტორიაში უნდა დაამარცხოს. ევროკომისიის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ ახლადშექმნილი 8-კაციანი ჯგუფი სამუშაოს 1 სექტემბრიდან შეუდგება. დავალება ფედერიკა მოგერინიმ ევროპელი ლიდერებისგან მარტში მიიღო.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, რუსეთის დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიის საპასუხოდ, სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა სამი თვის ვადაში უნდა მოემზადებინა. კომუნიკაციის ჯგუფის შექმნა ამ გეგმის პირველი ნაბიჯია.
ყოფილ ელჩს ევროკავშირში მიაჩნია, რომ სტრატეგია რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდასთან საბრძოლველად საქართვლოს ხელისუფლებასაც უნდა ქონდეს.