17 ივნისი ისტორიაში

17 ივნისი 2015 Shadow

დღის ფაქტი #1 

1865 წლის 17 ივნისს რუსეთის არმიამ ტაშკენტი დაიპყრო

1865 წლის ივნისის დასაწყისში მეფე ალექსანდრე მეორემ დაამტკიცა ტაშკენტის ოპერაციის გეგმა. კამპანიას სათავეში ჩაუდგა მიხაილ ჩერნიაევი. აღსანიშნავია, რომ გენერალს 3 000 ჯარისკაცი ჰყავდა მხოლოდ, მაშინ როცა ქალაქის 25 კმ-იან კედელს და 12 ჭიშკარს 30 000 მცველი იცავდა. რუსულმა არმიამ დაიპყრო ქალაქი ორ დღეში და მიუხედავად ორ-დღიანი ბრძოლისა 25 ადამიანი დაკარგეს.

 

წყარო: Sahadeo J. (2007) Russian colonial society in Tashkent : 1865-1923. Bloomington : Indiana University Press. p. 20

 

 

 

დღის ფაქტი #2

1940 წლის 17 ივნისს წითელმა არმიამ დაიპყრო ესტონეთი და ლატვია

ამ ფაქტის შესახებ წერდა ნიუ იორკ თაიმსი 1940 წლის 17 ივნისს: საბჭოთა კავშირის 2 შეჭრა: მოთხოვნების შესრულებისდა მიუხედავად წითელი არმია შევიდა ლატვიასა და ესტონეთში

საბჭოთა დროინდელ ისტორიის სახელმძღვანელოებში კი ვაწყდებით შემდეგი სახის ცნობებს:

“1940 წლის ზაფხულში, ლატვიაში რევოლუციური მოძრაობა განვითარდა...ლატვიის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით დაიწყო სოციალისტური რევოლუცია. მუშათა კლასის მოთხოვნების საპასუხოდ, ბურჟუაზიულმა მთავრობამ უკან დაიხია...ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ახალი სეიმის მოთხოვნებისდა შესაბამისად დაარსდა ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.”

 

წყარო: ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი: საბჭოთა ოკუპაციის ანატომია 1940-41 წლებში