დოკუმენტური ფილმი "შინდისის გმირები"

9 სექტემბერი 2015 Shadow

11 აგვისტო შინდისის ბრძოლის დღეა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული.  ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან ( Т-72) და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.  ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწია და გმირულად დაიღუპა.

damoukidebloba.com გთავაზობთ ედმონდ მონიაშვილის დოკუმენტურ ფილმს შინდისის გმირების შესახებ, რომელშიც მოყვანილია ცნობები დაღუპული ჯარისკაცების შესახებ. ფილმში ასევე განხილულია შინდისის ბრძოლის დეტალები. 

 

shindisi