წყარო: europarl.europa.eu
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტში ხვალ- 2 თებერვალს გაიმართება. ქართული დელეგაცია უკვე ბრიუსელშია. კენჭისყრამდე ისინი პარლამენტის თავჯდომარის ხელმძღვანელობით შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანა 2015 წლიდან ელოდება.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შეეძლებათ, შენგენის ზონაში (რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას) მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.