როგორც ცნობილია, 3 მაისს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას 50 რუსი ე.წ. ბაიკერი ცდილობდ, თუმცა შსს-ს განცხადებით "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს.
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით , ქართველმა მესაზღვრემ გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. "მოგეხსენებათ, რომ არის კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ ყოფნას. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი, სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ერთ-ერთი საფუძველი ეს იყო და ამ ნორმაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება."
თუმცა, on.ge-ს ცნობით, თბილისში, სავარაუდოდ, ღამის მგლების წევრებმა შემოსვლა მაინც მოახერხეს. On.ge-ს მკითხველმა ფოტო გამოუგზავნა, სადაც ასახულია პირი, რომელსაც "ღამის მგლების" ქურთუკი აცვია. როგორც ფოტოს მომწოდებელმა გვითხრა, ფოტო თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზეა გადაღებული. ფოტოზე ჩანს მოტოციკლი, რომელსაც რუსული სანომრე ნიშნები აქვს.
ასევე, "ტაბულას" წყაროს ინფორმატორის მიერ გამოგზავნილ ფოტზე აღბეჭდილია ბაიკერი, რომელსაც "ღამის მგლების" ლოგოიანი ქურთუკი აცვია, მოტოციკლეტს კი რუსული ნომრები აქვს. მკითხველმა ორი "ბაიკერი" ვახუშტის ხიდზე შენიშნა. მან ფოტოს დეტალები სქრინშოტად გააგზავნა, რაზეც გადაღების დროა მითითებული.
არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში, ამ მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ, ვებ გვერდზეmanifest.ge ამ თემაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს.
საქართველოს გარდა, რუსი ბაიკერები არ შეუშვეს პოლონეთშიც. ისინი " პოლონეთში შესვლას ყოველ წელს ცდილობენ, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ წითელარმიელების ყველაზე დიდი სასაფლაო, თუმცა მათი მცდელობა ყოველ წელს უშედეგოდ სრულდება.