Gazprom-თან ურთიერთობის გამოცდილება

9 ოქტომბერი 2015 Shadow

6a00d83451b18369e200e54fbec4a18833-640wiმას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე ბრიუსელში რუსული ენერგო კომპანიის „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა საქართველო რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის გაზრდას გეგმავდეს.

მოგვიანებით, კალაძემ განაცხადა, რომ "თუ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება. როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რასაკვირველია, კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, ეს ძალიან კარგი იქნება", - თქვა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

თავის მხრივ რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდაში პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური  „უნდა ინახოს პირობები, რა პირობებით აპირებენ დაბრუნებას. ამის შემდეგ აიწონ-დაიწონოს ყველაფერი, რამდენად მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსულ გაზზეა მთელი ევროპა და, მე მგონი, ევროპა არ დაქცეულა ამით“, - განაცხადა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, „გაზპრომის“ აქციების 38.37%-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციაა. 10.97% - „როსნეფტეგაზის“ 0.89% კი „როსგაზიფიკაციას“ საკუთრებაში. დანარჩენი აქციები სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებზე ნაწილდება.

მიიჩნევა, რომ სწორედ "გაზპრომი" არის მძლავრი ბერკეტი რუსეთის ხელში ევროპის ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. კომპანია ბუნებრივი აირით ამარაგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის 25 ქვეყანას. როდესაც საქართველო რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, რუსეთის ხელისუფლება იყენებდა ამ ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგაც

ამჟამად საქართველო გაზის ძირითად შესყიდვას აზერბაიჯანიდან ახორციელებს. საქართველოში ბუნებრივი აირის მათავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, საიდანაც იმპორტის 71% ხორციელდება, რაც  ეს კი საშუალებას აძლევს ქვეყანას არ იყოს დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. აზერბაიჯანის შემდეგ ბუნებრივი აირის მომწოდებელთა სიაში რუსეთი და რეგიონის სხვა ქვეყნებია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითად საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის იმპორტს ამცირებს.

ვიდრე საქართველო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გაზრდიდა, ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან შემოდიოდა და როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ერთგვარი ბერკეტი იყო ზემოქმედებისთვის.

2006 წლის ზამთარში რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს აფეთქება, რუსეთ-საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენზე. რის შედეგადაც ქვეყანა დარჩა ბუნებრივი აირის გარეშე და კრიზისი გამოიწვია. რომ არა აზერბაიჯანის ალტერნატიული რესურსი, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

gazsadeni1ჩრდილოეთ ოსეთში ორი აფეთქება 20 წუთიანი ინტერვალით ორ, მაგისტრალურ და სარეზერვო, გაზსადენებზე მოხდა, ამ ორი აფეთქებიდან რამდენიმე საათში ასევე აფეთქდა  მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, სოფლებს  ყარაჩაევსკსა და უჩკეტინს შორის, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგია რუსეთიდან საქართველოს მიეწოდება.

ცნობილია, რომ „გაზპრომი“ სხვდასხვა ქვეყანას გაზს სხვდასხვა ტარიფით აწვდის, და ერთგვარ „პოლიტიკურ ფასს“ უწოდებს. ზემოთ აღნიშნულ აფეთქებამდე, ნოემბერში ბუნებრივი აირის ფასი გაზარდა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გადაწყდა, რომ საქართველო (სავარაუდოდ აშშ-ს ჩარევის შემდეგ) „გაზპრომს“ მაგისტრალურ გაზსადებს აღარ მიჰყიდდა. იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ შეღავათიანი ფასები გაზზე დსთ–ს ქვეყნებისათვის აღარ იქნება და საქართველოსთვის 110–დან 230 აშშ დოლარამდე 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა "ყველა ქვეყნის [ფასების] დონეს შეესაბამება“. სამაგიეროდ გაზის ტარიფი იმ დროს უცვლელი დარჩა სომხეთისთვის.

დღესდღეობით მთელი ევროპა ცდილობს გაზის ალტერნატიული გზების გამოძებნას იმისათვის, რომ რუსეთის ხელში არსებული ბერკეტი შეამციროს. იმ პირობებში კი, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ხელისუფლება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან იპორტის გაზრდაზე მსჯელობს. ხელისუფლებას არ დაუსაბუთებია, რატომ გახდა საჭირო ამ მოლაპარაკებების დაწყება და გაზის შესყიდვის მოცულობის გაზრდა მაინცადამაინც რუსეთიდან.

gazprom1

gazprom2