წყარო: liberali.ge
„აზერბაიჯანიდან ხანგრძლივად გაზის მოწოდების შეფერხება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფიზიკურად საქართველოს სხვა წყარო არ გააჩნია მოკლევადიან პერსპექტივაში გარდა რუსეთისა" - გაზმომარაგების საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძისთვის დეპუტატ თამარ კოძაიას მიერ მიწერილ წერილს მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი პასუხობს.
ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ გაზის მოწოდება ირანიდანაც არის შესაძებელი, როგორც ეს 2006 წელს ხდებოდა მცირე მოცულობთ, „თუ რასაკვირველია შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება ხელმისაწვდომი".
„ირანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება. ჩვენი აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებას შავი ზღვის მეშვეობით და როგორც აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაძლებლობების შეფასება. თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგება არ არის აქტუალური. დღეს ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, კასპიის რეგიონიდან დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებისკენ და სწორედ ამ პროექტების ფარგლებში ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა", - აცხადებს მიმოწერაში სამინისტრო , რომელიც „ლიბერალს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა მიაწოდა.მიმოწერის სრული ვარიანტი იხილეთ შემდეგ ბმულებზე.