მსახიობ გივი სიხარულიძის შვილი ასევე მსახიობი და რეჟისორი ბექა სიხარულიძე ათეული წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, საჩოგბურთო აკადემიაც გახსნა და ოჯახიც იქვე შექმნა. აღსანიშნავია, რომ თავად გივი სიხარულიძე საკუთარ გამოსვლებში გამოირჩევა ანტიდასავლური განწყობებით და ამერიკულსა და ევროპულ საზოგადოებას შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებს. დასავლეთს აიგივებს ჰომოსექსუალიზმთან და მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობამ ქართული საზოგადოება შესაძლოა „გარყვნას“.
გივი სიხარულიძემ აშშ-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და თქვა, რომ რუსეთთან ძმური ურთიერთობა საქართველოს გადაარჩენს, სხვა შემთხვევაში „ჩვენ მუსულმანური სამყაროს ანკლავაში მოვექცევით“.
„როცა რუსის გენერალიტეტი გვართმევს მიწებს, ამერიკელები კი არ უნდა აღშფოთდნენ, არამედ გვერდში უნდა დაგვიდგნენ და საქმე გააკეთონ. ევროკავშირს გული რომ ტკივა, საქართველოს ასე ექცევიანო, გული კი არ უნდა ეტკინოთ, ტრა*ი უნდა აეწვათ და საქმე გააკეთონ. თუ მართლა გაინცდიან ჩვენ ამბავს, დაგვიდგნენ გვერდში რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. რუსები მიყვარს სიგიჟემდე და ჩემი საქართველოს გადარჩენას მხოლოდ რუსეთთან სწორ პოლიტიკაში ვხედავ. ამისთვის კი საჭიროა ქვეყანას პოლიტიკოსები ჰყავდეს, ჩვენ არა გვყავს ასეთი პოლიტიკოსები, ვინც გვყავს ისინი ამერიკული სულის მატარებლები არიან, რომლებსაც საქართველოს გადაჯიშება უნდათ. ბაიდენმა, ჯონ კერიმ და მაგათმა პრეზიდენტმა პირდაპირ თქვეს, იმ ქვეყნებს, სადაც კაცი კაცს არ მოიყვანს და ქალი ქალს, დიდი პრობლემები ექნებათო. ეგეთი ამერიკა არ მჭირდება”, - ამგვარად გამოეხმაურა გივი სიხარულიძემ ambebi.ge-სთან საუბრისას იმ ინტერვიუს, რომელიც მან რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკის ადგილობრივ ტელეარხთან გააკეთა და რასაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ამ ინტერვიუში სიხარულიძემ რუსეთთან ახლო ურთიერთობის მნიშვნელოვაზე ისაუბრა:
"მე ვიცი რას ნიშნავს უბრალო რუსი ხალხი, ეს არის ნამდვილი რუსული სული. ასეთი სული მსოფლიოში არც ერთ ხალხს არ აქვს: ეს არის გულწრფელობა ურთიერთობაში. თუ რუსი მოგენდობა, ის მთელი გულით მოგენდობა".
საუბარი ოჯახურ კონტექსტში განაგრძო და განაცხადა, რომ "ყველაზე კარგი ნაზავი არის, როცა ქართველ კაცს რუსი ცოლი ჰყავს: ბავშვები ნიჭიერები და ლამაზები გამოდიან".
კითხვაზე, რატომ წერს რუსულად, მან უპასუხა, რომ სურს არ დაკარგოს რუსული სიტყვის გემო და არომატი და მის ნაწერებში დევს ორი სული: ქართული და რუსული