- ჰყვებოდა ისაია.

ამის შემდეგ ისაიამ კიდევ სამჯერ უჩივლა თბილისის ფოსტას. მოითხოვდა საზღვარგარეთ გამოძიების ჩატარებას და წერილების ბედის გარკვევას. საბოლოოდ გოლდშტეინმა მიიღო 150 მანეთის კომპენსაცია. მაგრამ არა სასამართლოს გზით. ეს იყო თბილისის ფოსტის ე.წ. "კეთილი ნების ჟესტი". ამ პრეცედენტის შემდეგ 1975 წლიდან საბჭოთა ფოსტა უფრო აკურატულ მუშაობას შეუდგა. ნეიტრალური წერილების ამოღება შეწყდა, "იკარგებოდა" მხოლოდ ის კორესპონდენცია, რომელიც საბჭოთა კავშირის იმიჯს აფუჭებდა.

1975 წელს თბილისში ტარდებოდა ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების კონფერენცია. КГБ-მ მკაცრად აუკრძალა ძმებ გოლდშტეინებს იქ გამოჩენა. მაგრამ ისინი გამოცხადდნენ და ისაიმ გადაწყვიტა კითხვა დაესვა მომხსენებლისთვის. წარდგა და თქვა, რომ წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფოს. მეორე დღეს ორივე ძმა გამოიძახეს КГБ-ში. ულტიმატუმის ფორმით უთხრეს, რომ კონფერენციასთან ახლოსაც არ მისულიყვნენ. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზატორების ზეწოლის წყალობით, კონფერენციის თავმჯდომარეს მოუწია განცხადების გაკეთება, რომ ძმები გოლდშტეინები მიწვეულნი იყვნენ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მიერ.

1976 წლის იანვარში გოლდშტეინებმა ზვიად გამსახურდიასთან, თეიმურაზ ჯანელიძესთან, ვიქტორ რცხილაძესთან ერთად დააარსეს უფლებადამცველი ორგანიზაცია - საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. მას შემდეგ, რაც მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს ჰელსინკის ჯგუფების წევრების დევნა და გასამართლება, 1978 წელს დააპატიმრეს გრიგორიც - სოციალური პარაზიტიზმის, მუქთახორობის [ე.წ. тунеядство] ბრალდებით (რადგან ძმებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სამსახური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში). "ყველამ იცოდა, რომ ჩვენ  არ ვმუშაობდით, - იხსენებდა გრიგორი. - და არავის აწუხებდა ეს. მაგრამ როცა დაიწყო დაპატიმრებები ჰელსინკის ჯგუფში, მე გამომიგზავნეს სამუშაო განაწესი საიდუმლო ინსტიტუტში, მომთხოვეს დაბრუნება უკან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მე უარი ვთქვი - ჩემზე საქმე აღძრეს და დამაპატიმრეს როგორც მუქთახორა.”

გრიგორი გოლდშტეინს მიუსაჯეს ერთი წელი. კანონის თანახმად, ასეთი მცირე ვადით მას უნდა მოეხადა სასჯელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - საქართველოს სსრ-ში. მაგრამ ის გაგზავნეს პოლარულ წრესთან, არხანგელსკის ოლქში. "როცა ბანაკში გაიგეს, რომ მე ებრაელი ვიყავი, - ეს რეაქცია იყო ისეთი, თითქოს ქუჩაში ბეჰემოთი დასეირნობს. მსინჯავდნენ, მწყობრში მირტყამდნენ, ზურგში მწიხლავდნენ. და მათი ლანძღვა იყო ასეთი: შენ ებრაელი ხარ. მათ, ალბათ, ცოცხალი ებრაელი პირველად ნახეს. მერე მივხვდი, რით შეიძლებოდა მათი მოსყიდვა, გულის მოგება. პატიმრების უმრავლესობას ბავშვური ფსიქიკა აქვთ. ისინი სასტიკები არიან, მაგრამ ფსიქიკა ნახევრად ბავშვურია. საღამოობით მე მათ ვართობდი მოთხრობებით. ისინი პირდაღებული მისმენდნენ."

სასჯელის ვადის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, გრიგორი გოლდშტეინი თვითმფრინავით არხანგელსკის ციხეში გადაიყვანეს და სამარტოო საკანში მოათავსეს. გათავისუფლების შემდეგ გრიგოლ გოლდშტეინს მისცეს ცნობა, რომ იჯდა თბილისის ციხეში.

ციხემ და КГБ-ს პირდაპირმა მუქარამ ვერ დააშინა ძმები გოლდშტეინები. მათ შესახებ უცხოური გაზეთებიც წერდნენ, სახლში კი საერთაშორისო ტურისტებიც ჩადიოდნენ. ისრაელში გამგზავრების პირველი განაცხადის შეტანიდან 15 წლის შემდეგ, ძმებ გოლდშტეინებს დაურეკეს უცხოელმა ჟურნალისტებმა სენსაციური ამბით: გოლდშტეინებს აძლევდნენ საბჭოთა კავშირიდან წასვლის უფლებას. აშშ-ს სენატორმა ედუარდ კენედიმ 1986 წელს მოსკოვში ვიზიტისას საბჭოთა ხელისუფლებას წარუდგინა იმ ადამიანების სია, რომელთა გაშვებასაც შეერთებული შტატები ითხოვდა. ამ სიაში იყვნენ ძმები გოლდშტეინები ოჯახის წევრებთან ერთად. ისაიამ და გრიგორიმ ისრაელში გამგზავრების ვიზები მიიღეს 1986 წლის 4 აპრილს, მაგრამ 10 დღის შემდეგ რამდენიმე დღით დააკავეს მოსკოვში, საბჭოთა კავშირიდან გამგზავრების აღსანიშნავ გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე.

1986 წლის 18 აპრილს ძმები გოლდშტეინები ჩავიდნენ ისრაელში ოჯახის წევრებთან ერთად. ორი თვის შემდეგ ისაია გოლდშტეინმა აშშ-ს კონგრესის წინაშე მისცა ჩვენება საფოსტო კონვენციის დარღვევების შესახებ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, სადაც დეტალურად ისაუბრა თბილისის ფოსტასთან თავის დავაზე. გადასახლების მიუხედავად, ძმები გოლდშტეინები არ კარგავდნენ კავშირს საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის წევრებთან. 1990 წელს ზვიად გამსახურდიამ (რომელიც გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი) ისაია გოლდშტეინი დანიშნა თავის პირად მრჩევლად აშშ-სთან და დასავლეთთან ურთიერთობის საკითხებში.

1991 წლის 18-21 აგვისტოს პუტჩის დროს, როცა საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ კავკასიის გავლით მიუახლოვდნენ საქართველოს, ისაია გოლდშტეინი თბილისში, ზვიად გამსახურდიას გვერდზე იმყოფებოდა. ისაიას შვილი, ავრამ გოლდშტეინი, თანამგზავრული კავშირის მეშვეობით გადასცემდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზ. გამსახურდიას ინფორმაციას ГКЧП-ის სამხედრო ნაწილების გადაადგილების შესახებ.

ისრაელში ისაია და გრიგოლ გოლდშტეინები მუშაობდნენ თავიანთი სპეციალობით, ასწავლიდნენ ფიზიკას ნეთანიის ამერიკულ სკოლაში და მუშაობდნენ კონცერნ "ავიაციის მრეწველობაში". ისაია გოლდშტეინი გარდაიცვალა 2011 წელს ნეთანიაში. უფროსი ძმა გრიგოლი - 8 წლის შემდეგ, 2019 წელს.

ბიბლიოგრაფია

    1. Shindler, C. Exit visa: Detente, human rights and the Jewish emigration movement in the USSR. London, 1978. pp. 53-54.
    2. Сборник документов общественной группы содействия выполнению Хельсинкских соглашений. Выпуск 5. New York: Khronika Press, 1979. 78 с.
    3. Файн Б. Главы из жизни (продолжение) // Заметки по еврейской истории. №1. litbook.ru.
    4. Сообщение «Хроники текущих событий» «Деятельность групп „Хельсинки"» // Хроника текущих событий. №44. 16.03.1977. С. 27.
    5. Сборник документов общественной группы содействия выполнению Хельсинкских соглашений. Выпуск 5. New York: Khronika Press, 1979. С. 39-40.
    6. Положение группы "Фантом" // Вести из СССР. 1985. №14-5; №11/12-6;  №13-6.
    7. Вести из СССР. №23/24. 31.12.1985.
    8. Disruption of mail in the Soviet Union: Hearing before the Subcommittee on Postal Operations and Services of the Committee on Post Office and Civil Service, House of Representatives, Ninety-ninth Congress, second session, June 19, 1986. Washington: U.S. G.P.O., 1987.
    9. Гольдштейн И.А. Будни и праздники отказников // Земелах: советские еврейские эго-документы
    10. מעריב [Maariv]. 18.02.1986. P. 2.

'/> დამოუკიდებლობა | damoukidebloba

ძმები გოლდშტეინები

11 თებერვალი 2025 Shadow

ძმები გრიგორი (1931-2019) და ისაია (1938-2011) გოლდშტეინების ცხოვრება, ტოტალიტარულ სისტემასთან დაპირისპირების მრავალი მაგალითითაა სავსე. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საბჭოთა კავშირის გვიანი ეპოქის დისიდენტურ მოძრაობაში. გამოსარჩევია მათი კავშირები საქართველოს ჰელსინკის ჯგუფთან და რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ დისიდენტებთან.

ძმები თბილისში დაიბადნენ. ორივემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და გამომთვლელ ტექნოლოგიებში საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს. ისინი წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ მათ უარი თქვეს ყველაფერზე, რათა შეერთებოდნენ ე.წ. "ატკაზნიკების" მოძრაობას და ებრძოლათ საბჭოთა კავშირიდან ისრაელში გამგზავრებისთვის. 15 წლის განმავლობაში მათ 500-ზე მეტი წერილი მისწერეს პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებსა და უცხოურ მედიას. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ საბჭოთა სისტემას, უჩივლეს საბჭოთა ფოსტას წერილების უკანონო ამოღებისთვის. ამ პრეცედენტის წყალობით, საბჭოთა ფოსტა იძულებული გახდა გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის უცხოურ კორესპონდენციასთან დაკავშირებით.

იმაში, რომ ებრაელები ეროვნულ "განტევების ვაცებად" აქციეს, გრიგორი გოლდშტეინი ძალიან ადრე დარწმუნდა. მისი ერთ-ერთი მოგონების თანახმად, ყოველ ზაფხულს გოლდშტეინების ოჯახი ლენინგრადის ოლქში, აგარაკზე ისვენებდა. 1941 წლის ივნისში მალკა გოლდშტეინი შვილებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა ნათესავებთან. გრიგორი 10 წლის იყო, ხოლო ისაია - 3 წლის. ომის დაწყების ამბავმა გზაში მოუსწროთ. საომარ ლენინგრადში სამი კვირის განმავლობაში 10 წლის გრიგორიმ ახალი სიტყვა გაიგო – ანტისემიტიზმი. "იყო საჰაერო განგაში. და საჭირო იყო თაღების ქვეშ დამალვა. და აქ მე მესმის საუბარი, რომ ომი ებრაელებმა წამოიწყეს. სხვა ადამიანებისგან, რომ ებრაელები ადამიანის ხორცისგან პაშტეტს აკეთებენ. ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული აზრები.”

გოლდშტეინების ოჯახში ბავშვებს არ უმალავდნენ ანტისემიტიზმის აღმაშფოთებელ შემთხვევებს, რომლებსაც ნათესავებისგან ან ნაცნობებისგანაც აწყდებოდნენ. გრიგორისა და ისაიას გონებაში ეს ფაქტები ილექებოდა და აყალიბებდა მათ ეროვნულ თვითშეგნებას. მოგვიანებით, იმავე ლენინგრადში, სადაც გრიგორი გოლდშტეინი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად წავიდა, მან კვლავ იგრძნო "ებრაელის დამღა". ოქროს მედლის მიუხედავად, გრიგორი ვერც ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ვერ მოხვდა. გოლდშტეინმა დოკუმენტები კავშირგაბმულობის ინსტიტუტში შეიტანეს. ერთი წლის შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გადავიდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. უმცროსმა ძმამ, ისაიამ მოგვიანებით გაითვალისწინა ძმის გამოცდილება და პირდაპირ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე ჩააბარა.

ძმები წარმატებული ფიზიკოსები იყვნენ, დაიცვეს საკანდიდატო დისერტაციები, მუშაობდნენ საქართველოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებში. მათი ბოლო სამუშაო ადგილი იყო საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის მეტროლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ფილიალები ჰქონდა მთელ საბჭოთა კავშირში. ინსტიტუტი შედგებოდა ორი განყოფილებისგან: ერთი ღია - საერთო მეტეოროლოგია და გეოგრაფია, რომლებსაც საიდუმლოების გრიფი არ ჰქონდათ, მეორე - დახურული, სადაც სრულდებოდა სახელმწიფო შეკვეთები სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის გრიფით –  "საიდუმლო".

"თბილისში ჩვენ ვამუშავებდით ელექტრონიკას ატომური წყალქვეშა ნავებისთვის. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ყველა ეს საიდუმლო მუშაობა აგებული იყო პრინციპზე – "დაეწიე". ჩვენ ვიცოდით, რომ საჭირო იყო ამერიკელების დაწევა და გასწრება, რაც არ უნდა ჰქონოდათ მათ იქ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩამორჩებოდა, თანაც ჩამორჩენა იყო დაახლოებით ათი წლით. მაგრამ წარმოაჩენდნენ, რომ ისინი ეწეოდნენ ამერიკელებს", - ჰყვებოდა გრიგორი.

გრიგორი იყო 13 სამეცნიერო პუბლიკაციისა და 6 გამოგონების ავტორი. ხოლო ისაია მუშაობდა უსაფრთხოების განყოფილების უფროსად იმავე მეტეოროლოგიის ინსტიტუტში. როდესაც 1971 წელს ძმებმა შეიტანეს დოკუმენტები ვიზების რეგისტრაციის განყოფილებაში (ОВИР) ისრაელში გასამგზავრებლად, უარი მიიღეს, მიზეზად კი იმავე სამსახურის საიდუმლოებები დაასახელეს. "მე ვიცოდი, რომ ორი-სამი წელი არ გაგვიშვებდნენ. მაგრამ ეს 15 წლად იქცა ერთწლიანი შესვენებით ციხეში", - იხსენებდა გრიგორი.

ისრაელში გამგზავრებაზე უარის შემდეგ, გოლდშტეინებმა სამსახურები დატოვეს. მათი სახლები “ატკაზნიკების” საქმიანობის ცენტრად იქცა. თბილისი მიმზიდველი იყო ტურისტებისთვის, მათ შორის უცხოელებისთვისაც, ამიტომ ძმებმა გოლდშტეინებმა სწრაფად დაამყარეს კავშირი დედაქალაქის სტუმრებთან და ჟურნალისტებთან. ზაფხულში გრიგორისა და ისაის ბინების კარები პრაქტიკულად არ იკეტებოდა. ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდნენ მათთან, რათა დახმარებოდნენ საზღვარგარეთ გაეტანათ იმ ადამიანების სიები, ვისაც სსრკ-დან გასვლა სურდა. გოლდშტეინების ბრძოლაზე სისტემის წინააღმდეგ საუბარი საზღვარგარეთულ პრესაშიც დაიწყეს.

ამ დროიდან ძმების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბევრს თბილისში მიაჩნდა, რომ ისინი პროვოკატორები, КГБ-ს აგენტები იყვნენ, რადგან მეტისმეტად თავხედურად იქცეოდნენ. თვით ნათესავებიც კი თავს არიდებდნენ ახლო ურთიერთობას. "იყო ორი ტიპის რეაქცია, - იხსენებდა გრიგორი, - ზოგიერთები შეხვედრისას ცდილობდნენ ქუჩის მეორე მხარეს გადასულიყვნენ. ერთხელ ეს იყო ბიძაშვილი, რომელიც საქართველოს ცეკაში მუშაობდა. დანარჩენები მხოლოდ ესალმებოდნენ ან ჩუმად ჩაუვლიდნენ გვერდს".

გარდამტეხი მომენტი მსოფლიოში ებრაელთა მდგომარეობის გააზრებაში, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელის წარმომადგენელი სპორტსმენების მძევლად აყვანა და მკვლელობა გახდა. გოლდშტეინები შოკში იყვნენ ტერაქტის შესახებ სსრკ-ს გულგრილი რეაქციით. ამიტომ მათ წერილი მისწერეს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, ნიკოლაი პოდგორნის, რომელშიც საბჭოთა მოქალაქეობაზე უარი განაცხადეს და კიდევ ერთხელ შეიტანეს თხოვნა ისრაელში გამგზავრების თაობაზე. "მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ ჩვენ დაგვაკავეს  ხუთი დღით, შემდეგ გაგვათავისუფლეს. თანაც პროკურორმა გახსნა სეიფი და გვაჩვენა წერილებისა და დეპეშების დასტა. და თქვა, რომ ეს არის საერთაშორისო ზეწოლა. და ამის წყალობით გაგათავისუფლესო", - იხსენებდა გრიგორი.

იმის შესახებ, რომ მათ ტელეფონებს უსმენდნენ, გოლდშტეინებმა КГБ-ში შეიტყვეს. იქ სიტყვასიტყვით იმეორებდნენ საუბრებს, რომლებიც მათ ბინაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ძმები ქაღალდზე განიხილავდნენ. გრიგორის ჩამოუყალიბდა ჩვევა - არ დაეტოვებინა სამხილები, ამიტომ მაშინვე ანადგურებდა დაწერილს. მათ არა მხოლოდ უსმენდნენ, არამედ რეგულარულად უტარებდნენ ფარულ ჩხრეკებს ბინებში.. "ყველაზე საშიში იყო არა ის, რომ რაღაცას იპოვიდნენ, არამედ ის, რომ რაღაცას ჩაგიდებდნენ, - ხსნიდა გრიგორი. - ერთხელ სახლში მოვედი და დავინახე, რომ მაგიდაზე, სადაც დამატებითი გასაღებები მედო - წითელი ცვილის ზოლი იყო. ავიღე გასაღებები, და ისინი ცვილში იყო. ანუ გასაღებების ანაბეჭდს იღებდნენ. ამის შემდეგ რამდენიმე დღე ვატარებდი გენერალურ ჩხრეკას ჩემს ბინაში".

1973 წელს ისაია გოლდშტეინმა უპრეცედენტო გაბედულობა გამოიჩინა - უჩივლა თბილისის ფოსტას იმის გამო, რომ  საბჭოთა ფოსტამ არ მიაწოდა 40 წერილი, რომელიც 1972-1973 წლებში შეტყობინებით გაიგზავნა საზღვარგარეთ. ამასთან, ფოსტა უარს ამბობდა კომპენსაციის გადახდაზე: თითოეულ წერილზე - 11 მანეთი და 76 კაპიკი (საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა მსოფლიო საფოსტო კონვენციას, რომლის თანახმადაც ვალდებული იყო გადაეხადა თითოეული წერილისთვის, რომელიც ადრესატამდე არ მივიდა). საქმის ხანგრძლივი გადადების შემდეგ სახალხო სასამართლომ მაინც მოაწყო მოსმენა. ისაია გოლდშტეინი გამოდიოდა როგორც მოსარჩელის, ასევე ადვოკატის როლში. მან მოიგო სასამართლო და კომპენსაცია - 494 მანეთი და 40 კაპიკი. თბილისის ფოსტამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა. კომპენსაცია შემცირდა 294 მანეთამდე. მაგრამ სახელმწიფო საფოსტო სისტემა არც ამ თანხის გადახდაზე იყო თანახმა. ისაიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც შემდეგი იყო: წერილები არ ამოუღიათ, არამედ დაიკარგა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი საბჭოთა ფოსტამ დაკარგა. შეტყობინებით გაგზავნილი წერილების გადახდის ქვითრები უკვე აღარ არის მოქმედი, რადგან საჩივრის შეტანა შეიძლებოდა მხოლოდ გაგზავნიდან 6 თვის განმავლობაში. “უზენაეს სასამართლოში მითხრეს: 'შენ აქ ამტკიცებ, რომ შენი წერილები არ მიდის. შენ ხარჯავ შენს დროსა და ფულს წერილების წერასა და გაგზავნაზე. შენ ხედავ, რომ ვერ ახერხებ მათ გაგზავნას. ამიტომ შეწყვიტე შენი წერილების წერა” - ჰყვებოდა ისაია.