წყარო: ტელეკომპანია "დია"
დღეს დილით გორის რაიონის რამდენიმე სოფელს, მერეთს, ზარდიაანთკარს და გუგუტიაანთკარს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა გადაუფრინა. ამის შესახებ "დია"-ს კორესპონდენტი ნიკა გაბლიშვილი სოფელ ზარდიაანთკარიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით ვერტმფრენი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წამოვიდა და ასევე ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გადაფრინდა. დამატებით დეტალებს "dia.ge" ინფორმაციის მიღებისთანა