2008 წელს ქართველთა ეთნიკური წმენდის სტატისტიკა

29 იანვარი 2016 Shadow

წყარო: cyxymu.livejournal.com

10 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ქართულმა არმიამ დაიხია ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიწყეს  ადგილობრივი ქართველი მაცხოვრებლების სახლების მიზანმიმართული ძარცვა და განადგურება. აღნიშნულზე მიუთითებს გაზეთ კომერსანტში 2008 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებული ინტერვიუ ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა ბედი ეწია ქართულ სოფლებს ომის მიმდინარეობისას და რა ხდება ამჟამად ქართულ დასახლებებში, დე ფაქტო პრეზიდენტმა შემდეგი პასუხი გასცა:

"- არც არაფერი. იქ ჩვენ თითქმის ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ. გავავლეთ სამხრეთ ოსეთის საზღვარი."


მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ 11 სოფელში, სადაც 8884 ქართველი 2857 სახლში ცხოვრობდა, 2783 გაანადგურეს რუსეთის მიერ მხარდაჭრილმა ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა. ქვევით წარმოდგენილია დეტალურად მათ მიერ განადგურებული სახლების სტატისტიკა 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის დროს.

სოფელი კეხვი - 1177 ქართველი ცხოვრობდა 345 სახლში, საიდანაც 340 სახლი გაანადგურეს, მხოლოდ 5 სახლი გადარჩა. სახლების 98.3% განადგურდა.

სოფელი კეხვი ომამდე

1khevi-manamde

სოფელი კეხვი ომის შემდეგ

1kekhvi shemdeg

სოფელი ავნევი -1022  ქართველი ცხოვრობდა 279 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა 242 სახლი გაანადგურეს, გადარჩა 37.

სოფელი ავნევი ომამდე

2avnevi-manamde

სოფელი ავნევის ომის შემდეგ

2avnevi shemdeg

სოფელი ქემერტი - 1007  ქართველი ცხოვრობდა  301 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა სახლების 100% გაანადგურეს, არცერთი სახლი არ გადარჩენილა.

სოფელი ქემერტი ომამდე

3kemariti manamde

სოფელი ქემერტი ომის შემდეგ

3kemariti shemdge

სოფელი თამარაშენი- 960  ქართველი ცხოვრობდა  274 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა სახლების -93.4% გაანადგურეს, გადარჩა 14 სახლი.

სოფელი თამარაშენი ომამდე

4tamarasheni manamde

სოფელი თამარაშენი ომის შემდეგ

4tamarasheni shemdeg

სოფელი ზემო აჩაბეთი- 860 ქართველი ცხოვრობდა 158 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა სახლების 98.7 % გაანადგურეს, მხოლოდ 2 სახლი გადარჩა.

სოფელი ზემო აჩაბეთი ომამდე

5zemo achabeti-manamde

სოფელი ზემო აჩაბაეთი ომის შემდეგ

5zemo achabeti shemdeg

სოფელი ხეითი- 807 ქართველი ცხოვრობდა 204  სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა 806 სახლი გაანადგურეს, მხოლოდ 1 სახლი გადარჩა.

სოფელი ხეითი ომამდე

6xeiti-manamde

სოფელი ხეითი ომის შემდეგ

6xeiti shemdeg

სოფელი ბერულა- 795 ქართველი ცხოვრობდა 297 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა სახლების 98.6% გაანადგურეს, გადარჩა მხოლოდ 4.

სოფელი ბერულა ომამდე

7berula-manamde

სოფელი ბერულა ომის შემდეგ

7berula-shemdeg

სოფელი ძარწემი - 650 ქართველი ცხოვრობდა 239 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა სახლების 99.2% გაანადგურეს, გადარჩა მხოლოდ 2.

სოფელი ძარწემი ომამდე

8dzarcemi-manamde

სოფელი ძარწემი ომის შემდეგ

8dzarcemi-shemdeg

სოფელი ქვემო აჩაბეთი- 574 ქართველი ცხოვრობდა  174 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა სახლების 97.1% გაანადგურეს, გადარჩა მხოლოდ 5.

სოფელი ქვემო აჩაბეთი ომამდე

9qvemot achabeti manamde

სოფელი ქვემო აჩაბეთი ომის შემდეგ

9qvemo achabeti shemdeg

სოფელი ქურთა - 114 ქართველი ცხოვრობდა 287 სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა 2 სახლის გარდა ყველა გაანადგურეს.

სოფელი ერედვი- 918 ქართველი ცხოვრობდა 299  სახლში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი რუსებმა 2 სახლის გარდა ყველა გაანადგურეს.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე დღეში,  სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა- ედუარდ კოკოითმა, რომელიც აფხაზეთის ლიდერთან- სერგეი ბაღაფშთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა,  „კომერსანტთან“-სთან ინტერვიუში დაადასტურა ოსური ფორმირებების მიერ ქართული სოფლების განადგურების ფაქტი.ჟურნალისტ ალექსანდრე გაბუევის კითხვაზე, თუ რა ხდებოდა ქართულ სოფლებში, კოკოითმა ასეთი პასუხი გასცა:  „ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი გავასწორეთ იქ და სამხრეთ ოსეთის საზღვარი დავაწესეთ.“  კოკოითმა ასევე არ უარყო ქართულ სოფლებში ძარცვის ფაქტების შემთხვევებიც და აღნიშნა, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა, რადგანაც მსგავსი ინციდენტები, ნებისმიერი ომის და აგრესიის თანმდევი მოვლენებია.

როგორც ცნობილია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება.  მოსამართლეების თქმით, 2008 წლის დროს ჩადენილ იქნა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მრავალი დანაშაული, მაგალითად, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები. სტატიაში მოცემული ინფორმაციაც სწორედ ქონების გადანდგურებისა და ძარცვის ფაქტებს დასტურს წარმოადგენს.