damoukidebloba.com გთავაზობთ საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოების "informnapalm.org"-ის სტატიას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პროდუქციის გაყიდვის ფაქტების შესახებ. "informnapalm" საგამოძიებო-ჟურნალისტური პროექტია, რომელიც აერთიანებს ჟურნალისტებს, ყოფილ სამხედროებს, ანალიტიკოსებს, თარჯიმნებს და აქტივისტებს. მათი მიზანია გამოააშკარავონ რუსული აგრესიის ნამდვილი სახე ანალიტიკური სტატიების საშუალებით.
კრემლის სარეჟისორო ჩანაფიქრი: მაშინ როდესაც ავტომობილები მისი მარიონეტული რეჟიმის ნომრებით უკრაინის ქალაქებში მოძრაობენ, დონეცკის თეატრი წარმოდგენას მართავს ქართული ღვინით.
უკანასკნელ დღეებში ჩვენი მასალების ყურადღებიანმა მკითხველებმა საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოება InformNapalm-ის რედაქციას რამდენიმე საგანგაშო ფაქტი გაუზიარეს, რომლებიც შეიძლება ცუდად აისახოს ორი მეგობრული სახელწიფოს უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებზე.
უკრაინაში შემჩნეულია ავტომობილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის-აფხაზეთის სანომრე ნიშნით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ბევრი ჩვენ მკითხველს არ გაუკვირდებოდა ეს ფაქტი და გულდაწყვეტით აღნიშნავდა რომ ეს შემთხვევა არ არის სიახლე. უკრაინაში ხშირად შეიმჩნევა ავტომობილები თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთისა თუ „რუსეთის“ ყირიმის სანომრე ნიშნით.
ასევე ჩვენი საზოგადოების ხელში აღმოჩნდა დონეცკის სახელწმიფო აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრის აფიშა 2017 წლის მაისზე, სადაც სპონსორებს შორის მითითებულია ქართული ღვინის კომპანია „ყვარლის მარანი“. ეს სააქციო საზოგადოება საქართველოში 2007 წელს დარეგისტრირდა, მას ასევე გაჩნია მოსკოვური რეგისტრაცია. პროდუქციის ერთ-ერთი დისტრიბუტორი ოკუპირებულ დონეცკში გახლავთ სააქციო საზოგადოება „ბელსვიტი“.
ამ თემის შესწავლისას ჩვენ აღმოვაჩინეთ 2016 წლის ოქტომბრით დათარიღებული ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად პროპაგანდისტულ ვებგვერდებზე anna-news, რომელშიც აღნიშნულია რომ თეატრის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ სავაჭრო ბრენდი „ყვარელი“, რომლის წარმომადგენელი პრემიერას ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. 2017 წლის მარტში InformNapalm-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში ლუგანსკის ვაზნების ქარხნის პროდუქციის გაყიდვის შესახებ.
ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მოქმედი ე. წ. რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით აპირებს პერფორმანსის მოწყობას. მასში მონაწილეობისთვის მოწვეულნი არიან რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული „ღამის მგლები“, თავისი პროპუტინული ბაიკერული გაერთიანების ლიდერით ა. ზალდოსტანოვით („ქირურგი“). ყირიმის დაპყრობის შემდეგ ამ ორგანიზაციამ სახელი გაითქვა თავისი პროვოკაციული მოტო გარბენებით და მისი მცდელობებით. იმ დროს როდესაც აშშ-მა და კანადამ კლუბს სანქციები დაუწესეს ყირიმის „შემოერთებისა“ და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის აქტიური მხარდაჭერისთვის, ხოლო ევროპულმა სახელწიფოებმა უარი უთხრეს „გამარჯვების მოტოგარბენს“ შემოსვლაზე. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ის გააკონტროლებს (?!) „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას.
მსგავსი ფაქტები არა მარტო არასასიამოვნოა, არამედ მტკივნეულად აისახება ორი მეგობრული სახელწიფოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე. შესაძლებელია, ვინმეს ეს წვრილმანად ჩათვალოს, თუმცა არსებობს დიდი ალბათობა, რომ ყოველი ასეთი „წვრილმანის“ უკან ჩვენი საერთო მტერი - რუსეთის ფედერაცია დგას, რომლის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის განხეთქილების შეტანა, და საკუთარი მარიონეტული რესპუბლიკების ლეგალიზების მცდელობა.
საქართველო და უკრაინა, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის გზა აირჩიეს, ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან და ერთნაირი პრობლემები გააჩნიათ. რუსეთის მიერა ოკუპირებული ორი ქართული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი, აგრეთვე უკრაინული ყირიმი და დონბასის ნაწილი. ორივე სახელმწიფოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით, არამარტო სახალხო დიპლომატიის არამედ საკანონმდებლო დონეზე. მსგავსი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მიზნით, ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ კანონის შემუშავებასა და მიღებაზე, რომელიც მსგავს საკითხებს დაარეგულირებს და მკაცრად დასჯის მათ ვინც თანამშრომლობს კოლაბორაციონისტებთან და სეპარატისტებთან. ჩვენმა ქვეყნებმა მკაცრად უნდა დაიცვან არაღიარების პოლიტიკა და ჩანასახშივე აღკვეთონ ოკუპირებულ რეგიონებთან ყველანაირი კომერციული კავშირი, ასევე აკრძალონ ამ ტერიტორიების მონახულება თბილისისა და კიევის სანქციის გარეშე.