ჯაჭვლიანი: უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე

22 ივლისი 2015 Shadow

 

წყარო: netgazeti.ge

"ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა პლენარულ სხდომაზე.

"საქართველოს ტერიტორიები დაქუცმაცებული, ოკუპირებულია. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ პროცესი არ გაგრძელდეს. ამ პრობლემების შეჩერების ორადორი გზა არსებობს, პირველი: ომი და მეორე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. ომით რაც მივიღეთ, ვნახეთ და ვიცით. ჩვენი პატრონი არავინაა არც ამერიკა, არც ევროპა და არც რუსეთი. ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება: გამონახეთ საერთო ენა რუსეთთან, როცა საქმე საქმეზე მიდგება რაღაც ძალა ამ მოლაპარაკებებს ხელს უშლის. იგივეს გვეუბნებიან რუსები: საერთო გამონახეთ ოსებთან და აფხაზებთანო, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია, არაფერი არ იცვლება. ღრმად ვარ დარწმუნებული არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გვაბოლებენ. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე", - თქვა ჯაჭვლიანმა.