ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ნატო-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასატარებელი რეფორმები, რომელზეც მხარეები ამჟამად მუშაობენ.
"2008 წლის კონფლიქტი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ართულებს. ასევე, საქართველოს ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს რეფორმები, რომელზეც მხარეები ამჟამად მუშაობენ. საქართველოს ნატოში გაწევრიანება რა თქმა უნდა, ხვალ არა, მაგრამ მაინც მოხდება.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ", - განაცხადა აპატურაიმ.