წყარო: ტელეკომპანია მაესტრო
ნინო ბურჯანაძის შემდეგ, ქართული პოლიტიკური სპექტრიდან მოსკოვში, "ქართული დასის" ლიდერი მიემგზავრება. ჯონდი ბაღათურია რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. მისი თქმით, მთავარი განსახილველი საკითხი ჩრდილოელ მეზობელთან, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენა იქნება. "ქართული დასის" ლიდერი პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეების, კულტურისა დასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც და ასევე ქართულ დიასპორას შეხვდება.