კახა კალაძე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა

26 სექტემბერი 2015 Shadow

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შეხვდა რუსული „გაზპრომის“ წარმომადგენლებს.  „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექს მილნერთან შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, აგრეთვე საუბარი შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს.

საქართველოში ბუნებრივი აირის მათავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, საიდანაც იმპორტის 71% ხორციელდება, რაც  ეს კი საშუალებას აძლევს ქვეყანას არ იყოს დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. აზერბაიჯანის შემდეგ ბუნებრივი აირის მომწოდებელთა სიაში რუსეთი და რეგიონის სხვა ქვეყნებია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითად საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის იმპორტს ამცირებს.

კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ან რა შედეგი მოჰყვა ბრიუსელში კალაძისა და მილნერის შეხვედრას, უცნობია.

ცნობისთვის, „გაზპრომის“ აქციების 38.37%-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციაა. 10.97% - „როსნეფტეგაზის“ 0.89% კი „როსგაზიფიკაციას“ საკუთრებაში. დანარჩენი აქციები სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებზე ნაწილდება.

 „გაზპრომი“ გაზის მწარმოებელი უდიდესი რუსული კომპანიაა. რომელიც ბუნებრივი აირით ამარაგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის 25 ქვეყანას. გამოცემა „ეკონომისტის“ ცნობით, 2014 წლისთვის „გაზპრომი“ შემოსავლების 40% სწორედ ევროპიდან იღებდა. გასული წილს მაისში რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო 30 წლის განმავლობაში „გაზპრომი“ ჩინეთს ბუნებრივ გაზს მიაწვდის 400 მილიარდი დოლარის ჯამური ანაზღაურებით.

„გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ვიქტორ ზუბკოვი, რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, რომელიც 2007 წლის სექტემბრიდან -2008 წლის მაისამდე რუსეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ვლადიმერ პუტინის პრემიერ მინისტრობის დროს კი მისი მოადგილე იყო.

 მიიჩნევა, რომ სწორედ "გაზპრომი" არის მთავარი ბერკეტი რუსეთის ხელში ევროპის ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად. 

 

gazprom2