წყარო: rustavi2.com
რუსეთის მცოცავმა ოკუპაციამ BP-ის ნავთობსადენი დაფარა. ე.წ. საზღვარი საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში კიდევ 1 კილომეტრით გადმოწია და ბრითიშ პეტროლიუმის მილამდე 50 მეტრის მოშორებით ბანერი განათავსა.
ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის მიხედვით კი, ტერიტორია ბანერიდან 100 მეტრის რადიუსით სასაზღვრო ზონად მიიჩნევა. შესაბამისად, მსხვილი ნავთობსადენი ოკუპანტმა საკუთარი გავლენის სფეროში მოიქცია.
დამატებით 10 ჰექტარის რუსეთის მიერ მითვისება განსაკუთრებით მოულოდნელი სოფლის მოსახლეობისთვის იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ გუშინ ისინი აქ მიწას ამუშავდნენ და მარცვლეული მოჰყავდათ.
მუშაობას ისინი ახლაც განაგრძობენ. ე.წ. მესაზღვრეებმა მათ ფართობზე შესვლის უფლება მოსავლის აღებამდე მისცეს.