ვლადიმირ ჰორბულინი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახელმწიფო მოხელეა. ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის დემოკრატიისკენ მშვიდობიანი ტრანზაციის პროცესში.
ადრიან ბონენბერგერმა, რომელიც ნაშრომებს New York times, Washington post, Foreign Policy-ში აქვეყნებს, ვლადიმირ ჰორბულინთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის უკრაინის უახლოეს შეცდომებსა და გამოწვევბზე საუბრობს, როგორც გაკვეთილზე ცივილიზირებული სამყაროსთვის.
Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
ჟურნალისტი: როცა ჰიბრიდული ომის გამოწვევაზე ვსაუბრობთ, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საზოგადოების განათლების დონესთან გავავლოთ პარალელი? ასევე, სწორია თუ არა, ვთქვათ, რომ იდეოლოგიური მიზნის მიღწევისთვის, ჰიბრიდული ომი სოციალურ მედიას და მოქალაქეების შეხედულებებს იყენებს?
ვლადიმირ ჰორბულინი: თანამედროვე ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ინფორმაციაზე დესტრუქციული გავლენაა. დღესდღეობით ინფორმაციასთან წვდომა ულიმიტოა, ამიტომაც, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ მასთან. ვფიქრობ, განათლება უნდა აღქვიქვათ არა როგორც ცოდნა, არამედ როგორც კრიტიკული აზროვნების უნარი. მიმაჩნია, რომ ადამიანის განათლება იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რამდენად შეუძლია ანალიტიკური უნარები გამოიყენოს - გააანალიზოს, დაახარისხოს და შემდეგ გააკეთოს დასკვნები ინფორმაციის გაცნობისას. ასეთ შემთხვევაში ის აღარ გახდება ინფორმაციული და ფსიქოლოგიური მანიპულაციის მსხვერპლი, განსაკუთრებით, სოციალური ქსელების საშუალებით. მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა იმაზე უფრო მალე კარგავს მნიშვნელობას, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს, ამიტომაც, უმჯობესი იქნება, თუ განათლების ინსტიტუციები გეზს ცოდნის სინთეზირებისა და გადამუშავების უნარების განვითარებისკენ აიღებენ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია . მე ასევე ვიტყოდი, რომ არამხოლოდ სოციალური მედია, არამედ ნებისმიერი სოციალური კომუნიკაცია და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები გამოიყენება იარაღად. თანამედროვე მსოფლიო ინფორმაციული ვირუსით არის დაავადებული - ხალხს უნდა რაც შეიძლება მეტ ინფორმაციასთან ჰქონდეს წვდომა, მაშინ, როცა უფრო და უფრო ცოტა დრო აქვთ მისი გადამუშავებისთვის.
სწორედ ამიტომაც გაიზარდა მანიპულაციის შესაძლებლობები. სოციალური ქსელები საუკეთესო ხელსაწყო გახდა ინფორმაციის გავრცელებისთვის, განსაკუთრებით, მყარი პოზიციის არ მქონე მასებს შორის. ალტერნატიული ფაქტები და ყალბი სიახლეები გავლენას ახდენს საჯარო აზრის ფორმირების პროცესზე და დემოკრატიული მთავრობების წინააღმდეგ მიმართული იარაღის ფორმა ხდება, რადგანაც, მთავრობა სწორედ ხალხის აზრზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტი: უკრიანის მაგალითმა ცხადყო, რომ პოლიცია და სამხედრო სამსახური არ არიან ეფექტიანები საწყის ეტაპზე ჰიბრიდული ომის იდენტიფიცირებაში. როდესაც ისინი სათანადო რეგაირებას ვერ ახდენენ, სამართლიანია თუ არა ვთქვათ, რომ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების არსებობა , რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს ჰიბრიდულ შემოტევებს. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს კარგი პასუხი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ?
ვლადიმირ ჰორბულინ: მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც უკრაიანის მაგალითზე მივიღეთ არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ომი გაცილებით უფრო ადრე იწყება, ვიდრე პირველი ტყვია გავარდება. პირველი ეტაპის ნიშნებია როდესაც სიტყვის თავისუფლება აგრესიული პროპაგანდა ხდება, როდესაც ქვეყანაში პროტესტი გარე ძალებისგან იმართება, როდესაც აგრესორი დემოკრატიული ხერხებთ ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ბლოკავს საერთაშრისო საზოგადოების აქტივობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პრობლემის გადაჭრას.
ომის მოსამზადებელი პერიოდი დიდი ხანი გაგრძელდა უკრაინაში. რუსეთის უსაფრთოხების სამსახურებმა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს - შექმნეს აგენტების ქსელი, ანტი-უკრიანული საინფორმაციო ველი, ინფორმაციული და ფსიქიოლოგიური იდეოლოგიური ველიც მოამზადეს, უკრიანის პარლამენტში ფარული პარტიული ჯგუფები შექმნეს, მხარს უჭერდნენ სეპარატისტულ მოძრაობებს და ა.შ.
ცხადია, პირველ რიგში უკრაინული სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების საქმე იყო ამის შემჩნევა. ფაქტი, რომ ისინი მზად არ აღმოჩდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ამ შემოტევისთვის, ქვეყანაში არამყარი პოლიტიკური მდგომარეობის ბრალიც იყო.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2014 წლამდე უკრაინა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთზე - ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთი იყო ქვეყნაში ელექეტროენერგიის მთავარი წყარო. ამ პირობებში უკრაინას თვალთახედვიდან გამორჩა რუსეთის ქმედებები, რომელიც მიზნად ქვეყნის ეკონომიკის კონტროლს ისახავდა.
ამ დამოკიდებულების პერიოდში, ქვეყნის მოსახლოების უმრავლესობაში რუსეთი არ აღიქმებოდა როგორც მტერი. ეროვნული უსაფრთოხების სტრატეგია და უკრაინის სამხედრო დოქტრინაც მეტად ამახვილებდა ყურადღებას მშვიდობაზე, სახელმწიფო საზღვრების მთლიანობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე.
ამის პარალელურად კი, რუსეთისთვის ხელსაყრელი საინფორმაციო პროდუქტი თავისუფლად ვრცელდებოდა უკრაინულ მედიაში, რუსული ტელევიზიისა და რადიო საშუალებების მიერ. ხშირად ხაზი ესმებოდა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის არასრულფასოვნებას. ასევე, ნიადაგი მზადებოდა ყირიმის რუსული იდენტობის შექმნისთვის.
შეეძლო თუ არა უკრაინულ სამოქალაქო საზოგადოებას დაზვერვა თუ სამართალდამცავები ჩაენაცვლებინა და თავიდან აეცილებინა თავდასხმები ქვეყნის სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე? შეეძლო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის ადრე იქნებოდა ჩამოყალიბებული და არა ბოლო წლებში, უმეტესად 2004 წლის მერე. ეს დაეხმარებოდა ქვეყანას უკეთ მიეწოდებინა არსებული მდგომარეობისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დასავლეთისთვის. ის, რომ უკრაინული სამოქალაქო საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად ამისთვის, გარკვეულწილად რუსეთის წინასწარ შექმნილი პოლიტიკის ნაწილიც იყო.
რა უნდა ყოფილიყო უკრაინის პასუხი? უკრაინა არ არის არცერთი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ამიტომაც, მარტო იყო იმ ქვეყანასთან ბრძოლაში, რომელსაც საკუთარი ბირთვული იარაღი აქვს.
საბოლოოდ, ამ ყველაფერმა 1.8 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება აიძულა. ფასი, რომელიც უკრაინამ გადაიხადა დამოუკიდებლობისთვის, საკამოდ მაღალია. ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. კატასტროფულად დაეცა ცხოვრების დონე, ქვეყანამ დაკარგა კონტროლი რიგ ტერიტორიებზე.
შეუძლია კი ქვეყანას ცალკე, მნიშვნელოვანი პარტნიორების გარეშე, მოიგოს ჰიბრიდიული ომი? წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ არა. ამისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ქვეყნებმა ძალა გააერთიანონ .
რუსული ჰიბრიდული ომი ცდილობს მსოფლიოს მშვიდობიანი წყობა შეცვალოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა, რაც დიდი გამოწვევაა ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-სთვის.
უკრაინა განვითარებული სამყაროს, რომლისთვისაც ჰიბრიდული ომი სულ უფრო და უფრო დიდი გამოწვევა ხდება, საკუთარ მაგალითს სთავაზობს, რადგანაც სხვა არცერთ ქვეყენას არ აქვს ასეთი სრულმასშტაბიანი გამოცდილება ამ საკითხში. ინფორმაციის გაცვლა დაეხმარება მსოფლიოს, რომ ერთიანი ძალებით გასცეს პასუხი აგრესიის ამ ახალ ტიპს.