რუსეთი მაკედონიის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას ცდილობდა

6 ივნისი 2017 Shadow

წყარო: theguardian.com

 

რუსეთის ჯაშუშები და დიპლომატები ჩართულნი იყვნენ დაახლოებით ათწლიან მცდელობაში გაევრცელებინათ პროპაგანდა და დაეთესათ არეულობა მაკედონიაში, როგორც ბალკანეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისგან შეჩერების რეგიონული გეგმის ნაწილი. ეს დასკვნა გამომდინარეობს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP)  და მისი პარტნიორების NOVA TV-სა და დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების ქსელის (KRIK) მიერ მოპოვებული დაზვერვის დოკუმენტებიდან.

ეს დოკუმენტები - მაკედონიის კონტრდაზვერვის ანგარიშები - ასევე აღწერენ სერბეთის დაზვერვის მცდელობას მხარი დაუჭიროს ანტიდასავლურ პრო-რუს ნაციონალისტებს მაკედონიაში.

ეს დოკუმენტები ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასაბუთებაა რუსეთის მიმდინარე მცდელობების, რომ გაზარდოს თავისი გავლენა ყოფილ იუგოსლავიაში და ჩამოაშოროს რეგიონი დასავლეთს. აპრილში, მონტენეგროს პარლამენტმა ხმა მისცა ნატოში გაწევრიანებას. მაკედონიას და ბოსნია ჰერცეგოვინას ასევე სურთ ნატოში გაწევრიანება, და სერბეთმაც კი გააღრმავა თანამშრომლობა სამხედრო ალიანსთან, მიუხედავად ბევრი სერბის ნეგატიური დამოკიდებულებისა ნატოსადმი, 1999 წლის საჰაერო დარტყმების შემდეგ.

რუსულმა და სერბულმა მცდელობამ ხელი შეუწყო რთულ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რომელიც გამოიხატება ღრმა დაძაბულობით მეინსტრიმულ პოლიტიკურ პარტიებსა და გააქტიურებულ ალბანურ უმცირესობას შორის. ეთნიკურად ალბანელები, მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ და ავტონომიის მოთხოვნას წარსულში ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე დაუყენებია.

მაკედონია გასული ცხრა წლის განმავლობაში, მაკედონიის უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახურის (UBK) დირექტორის ვლადიმირ ატანასოვკის მოხსენების თანახმად, „ძირგამომთხრელი პროპაგანდისა და სადაზვერვო საქმიანობის სამიზნე იყო, რომელიც ხორციელდებოდა რუსეთის საელჩოდან“. რუსეთის ოპერაციები დაემთხვა 2008 წლის უკანდახევას, როდესაც საბერძნეთმა ვეტო დაადო მაკედონიის განცხადებას ნატოს წევრობაზე, ქვეყნის სახელთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

დოკუმენტის თანახმად: „ე.წ. რბილი ძალის მეთოდების გამოყენება, როგორც რუსეთის ბალკანეთში სტრატეგიის ნაწილის, მიზნად ისახავდა მაკედონიის დასავლეთისგან იზოლაციას“.

„გარდა ამისა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მჭიდრო ბმაშია ენერგო სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სტრატეგიული ენერგორესურსების კონტროლი ბალკანურ ქვეყნებთან პარტნიორობით“. დოკუმენტის თანახმად, რუსული სტრატეგიის მიზანია მოაქციოს მაკედონია „რუსეთუმისადმი ექსკლუზიურ დამოკიდებულებაში“. 

დოკუმენტის თანახმად, რუსული სადაზვერვო საქმიანობა წარმოებდა რუსეთის საელჩოდან სკოპიეში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) სამი აგენტის მიერ. ოპერაციის ზედამხედველობა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ბაზიდან ხდებოდა, ასევე სამხედრო მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) ოთხი აგენტი სიტუაციის კოორდინაციას ბულგარეთის დედაქალაქ სოფიადან ახდენდნენ. ასევე საქმეში ჩართულებად მოიხსენებიან სახელწმიფო საინფორმაციო სააგენტოს TASS-ს ადგილობრივი წარომადგენელი და  რუსული სამთავრობო დახმარების სააგენტოს Rossotrudnichestvo-ს წარმომადგენელი. ეს ორგანიზაცია, Washington Post-ის თანახმად FBI-ს გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა, აშშ-ში სადაზვერვო რეკრუტირებისთის. 

რუსეთის აგენტები მუშაობდნენ რომ გადმოებირებინათ მაკედონიის არმიისა და შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, „სამხედრო წვრთნა გავლილი პიროვნებების კრიტიკული მასის“ შესაქმნელად, ამბობს დოკუმენტი, რომლებიც „გარკვეულ პოლიტიკურ მომენტსა და სიტუაციაში გამოყენებულ იქნებიან რუსეთის ინტერესის მისაღწევად“. დოკუმენტი არ აზუსტებს ეს მცდელობა წარმატებით დამთავრდა თუ არა. 

რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა ასევე სცადეს დაფინანსება შეეთავაზებინათ მაკედონიური მედია საშუალებებისთვის, მათ შორის ალბანურ უმცირესობაზე მომუშავეებისთვის, იმ მიზნით რომ გაევრცელებინათ „მცდარი ინფორმაცია“ რუსეთის პოლიტიკის მიზნების მხარდასაჭერად, ამბობს დოკუმენტი.

მიუხედავად იმისა, რომ მაკედონია, იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ადრეული 90-იანი წლებიდან დასავლეთის პარტნიორია, რუსეთმა გაზარდა მისი გავლენა. მაგალითისთვის, საპატიო საკონსულოები გაიხსნა ბიტოლასა და ოჰრიდში, რომლებიც „სადაზვერვო ბაზების“ ფუნქციას ასრულებდნენ, აცხადებს დოკუმენტი, შემდგომი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.    

რუსეთმა ასევე თვალი დაადგა მაკედონიას მისი ევროპის გაზსადენების გამო. რუსული კომპანია Stroytransgaz შეუდგა გაზგაყვანილობის ქსელის მშენებლობას 2015-ში. პირველადი მონაკვეთის მშენებლობის საფასური (75.7 მილიონ დოლარი), ძირითადად დაიფარა რუსეთის მიერ მაკედონიისთვის სსრკ-დან დარჩენილი 60 მილიონი დოლარის ვალის დაბრუნებით.

რუსეთმა ასევე საგრძნობლად გაზარდა კულტურული კავშირები ქვეყნაში, „პან-სლავური“ იდენტობის და საერთო მართლმადიდებლური რწმენის იდეის გავრცელებით, აცხადებს UMK-ს დოკუმენტი.

რუსეთის საელჩო ზედამხედველობდა დაახლოებით 30 მაკედონიურ-რუსული „სამეგობრო ასოციაციის“ შექმნას ქვეყანაში, დოკუმენტის თანახმად. ასევე გაიხსნა რუსული კულტურის ცენტრი სკოპიეში და საელჩო დახმარებას უწევს მართლმადიდებლური ჯვრებისა და რუსული სტილის ეკლესიების მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რუსულ მცდელობებს გარკვეული შედეგები მოაქვს. მაგალითისთვის, მაკედონიის მთავრობამ ეკონომიკური ღირებულების მოშველიებით, უარი განაცხადა შეერთებოდა, უკრაინაში 2014 წლის სამხედრო ინტერვენციის გამო,  რუსეთზე დაკისრებულ დასავლურ სანქციებს.

რუსული მიდგომა, მაკედონიურ პოლიტიკაში,  დაუფარავად ცალმხრივია. კრემლი ხმამაღალი მხარდამჭერია VMRO-DPMNE-ის, ნაციონალისტური ყოფილი მმართველი პარტიის, რომლის ლიდერი ნიკოლა გრუევსკი პრემიერ მინისტრობიდან 2015 წლის კრიზისის შემდეგ გადადგა. კრიზისი გამოიწვია ინფორმაციის გავრცელებამ, რომ მისი პარტია უკანონოდ უსმენდა ათი ათასობით მაკედონიელ მოქალაქეს.

შემდგომი დეკემბრის არჩევნებმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული და „კოჭლი“ პარლამენტით დასრულდა. ოპოზიციური სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ზორან ზაევმა საბოლოოდ მოახერხა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ორ ალბანურ პარტიასთან ერთად 31 მაისს. შუალედური პერიოდი რთული გახლდათ. 27 აპრილს ნაციონალისტები პარლამენტში შეიჭრნენ და ზაევსა და ათეულობით სხვა პიროვნებას თავს დაესხნენ. OCCRP-ს და პარტნიორების მიერ მოპოვებული დოკუმენტების კრებული აჩვენებს, რომ სულ მცირე  სერბეთის დაზვერვის ერთი თანამშრომელი ესწრებოდა თავდასხმას.

გრუევსკი და სხვა VMRO-ს მაღალჩინოსნები სპეციალური გამოძიების ქვეშ იმყოფებიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. რუსეთის მხარდაჭერის გარდა, გრუევსკის პარტიამ ახლახან ამერიკული მემარჯვენე მედიის და კონგრესმენების მხარდაჭერა დაიმსახურა. გრუევსკიმ საჯაროდ განაცხადა რომ  მისი ოპონენტები მილიარდერი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის მხარდაჭერილები არიან - პიროვნება, რომელიც მტრის ხატადაა გამოცხადებული რუსეთში და ევროპულ ულტრა-მემარჯვენე მოძრაობებში.

რუსეთმა გააკრიტიკა მეკედონიის დეკემბრის არჩევნები, ამერიკისა და ევროკავშირის ჩარევის გამო, რომლებსაც ბრალად ედებათ ზაევის და „დიდი ალბანეთის“ პროექტის მხარდაჭერა, ბალკანური სახელწმიფოების დაშლის მიზნით.

ცალკე დოკუმენტში, რომელიც დეტალურად აღწერს 7 აპრილის შეხვედრას მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინიტროს მაღალჩინოსნის ნენად კოლევის რუსთის ელჩ ოლეგ შჩერბაკთან. ელჩი აცხადებს რომ რუსეთის მიზანია „ნეიტრალური ქვეყნების ზოლის შექმნა“ ბალკანეთში რომელიც მოიცავს მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მაკედონიას და სერბეთს.  

დოკუმენტის თანახმად, შჩერბაკმა გულდაწყვეტა გამოხატა რომ მაკედონიელმა ჩინოსნებმა არ გამოხატეს თანადგომა „საგრეო ინტერვენციების მიმართ“ კრემლის წინააღმდეგობისადმი. ელჩმა მიუთითა რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებზე ცუდად აისახება თუ მაკედონიის წარმომადგენლები არ დაიწყებენ კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერას. მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინიტროს სამმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს ვინაობის გამხელაზე, დაადასტურეს 7 აპრილის შეხვედრა, თუმცა არ დაუდასტურებიათ შეხვედრის შინაარსი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა წერილობით გაგზავნილ კითხვებს. 

პრემიერ მინიტრმა ზაევმა უარი განაცხადა კომენტარზე, თუმცა მიუთითა OCCRP-ს და პარტნიორებს იმ განცხადებაზე, რომელიც მან აპრილში გააკეთა მაკედონიაში მზარდი რუსული გავლენის საფრთხეზე.

„მე მჯერა რომ თუ არანაირი დამატებითი ღონისძიება არ გატარდა, აშშ-სა და ევროკავშირს დაბალი ინტერესის გამო, რუსეთის ფედერაციას მეტი სივრცე იქნება საკუთარი ინტერესების თავს მოხვევისთვის“  თქვამ პრემიერმა მაშინ.

 

 

ხმაურიანი მეზობელი

 

სადაზვერვო დოკუმენტებში მარტო რუსეთის გავლენაზე არაა საუბარი. საბუთები ასევე მოიცავს მიყურადების ინფორმაციას, რომელიც აჩვენებს რომ სერბეთის უშიშროების საინფორმაციო სამსახური (BIA) ცდილობს მხარი დაუჭიროს მაკედონიელ ნაციონალისტებს. სერბეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ვუჩიჩი თავს არიდებდა საჯაროდ მაკედონიურ კრიზისში რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას, თუმცა სერბეთის პრო-სამთავრობო მედიის დიდი ნაწილი გრუევსკისა და რუსეთის ძლიერი მხარდამჭერია. სერბეთი და რუსეთი ღრმა კულტურული და რელიგიური კავშირებით არიან დაკავშირებული და ერთად თანამშრომლობენ, თუმცა ხშირად სერბეთის მთავრობა რუსებს და ამერიკელებს ერთმანეთით აბალანსებს.

დოკუმენტები ცხადყოფენ რომ მაკედონიის კონტრდაზვერვის თანამშრომლები მონიტორინგს უწევდნენ BIA აგენტსა და საელჩოს თანამშრომელ, გორან ჟივალიევიჩს, რომელიც ერთი შეფასების თანახმად, 2015 წლიდან მუშაობს მაკედონიის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ.

დოკუმენტების თანახმად ჟივალიევიჩი აძლევდა ინსტრუქციებს ივან სტოილკოვიჩს,  მაკედონიის პარლამენტის პრორუს წევრს, რომელიც VMRO-ს კოალიციური პარტნიორის მაკედონიის სერბთა დემოკრატიული პარტიის ლიდერია. ჟივალიევიჩი ხშირად შეხვედრილა  სტოილკოვიჩს „როდესაც ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა ასამბლეაში ან მთავრობასთან შეხვედრამდე“.

ერთი დოკუმენტის თანახმად, სტოილკოვიჩი კონტაქტში იყო რუს დიპლომატებთან და TASS-ს კორესპონდენტთან სკოპიეში. ის იმ ბალკანელ პოლიტიკოსებს შორის იყო ვინც გასულ წელს მოსკოვში იმგზავრა დეკლარაციის ხელის მოსაწერად, რომელიც მოუწოდებს რეგიონს იყოს „სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური“, რაც გამორიცხავს ნატოში გაწევრიანებას.  

სტოილკოვიჩი ასევე შეხვდა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს მეზობელ მონტენეგროდან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. მათ შორის იყო მარკო მილაჩიჩი, აქტივისტი, რომელიც მაკედონიის დაზვერვის ცნობით, წარსულში შეხვდა სამხედრო დაზვერვაში მომუშავე რუს დიპლომატს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში.

მილაჩიჩი ასევე ცალკე-ცალკე  შეხვდა სტოილკოვიჩს და რუსს დიპლომატებს, თუმცა ამ შეხვედრებში არაფერი საეჭვო არ ყოფილა.

„მე შევხვედრილვარ როგორც რუს დიპლომატებს, ასევე ამერიკელ დიპლომატებს“ განაცხადა მან.

„რასაც მაკედონიის საიდუმლო სამსახური აკეთებს არის უფრო ფართო პროპაგანდის ნაწილი“ თქვა მან OCCRP-ს და პარტნიორების მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე. „ეს არის ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული, მაკედონიაში პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის“.

მაკედონიის UBK-ს თანამშრომლებმა თვალი მიადევნეს ჟივალიევიჩს სკოპიეში 27 აპრილს, მათ შორის პარლამეტის შიგნით, როდესაც VMRO-ს მხარდამჭერებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის წევრებს. UBK-ს მიერ მოპოვებული და NOVA TV-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტო უჩვენებს ჟივალიევიჩი მოვლების ეპიცენტრშია.

გასულ თვეში მაკედონიამ დაიბარა სერბეთის ელჩი მისი აგენტის პარლამენტში ყოფნის ასახსნელად. იმავე დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა რომ ჟივალიევჩს არ დაურღვევია დიპლომატიური პროტოკოლი. 

„ჟივალიევჩი BIA-ს ოფიცალური წარომადგენელია მაკედონიაში, ის იქ უკანონოდ არ იმყოფება“ თქვა დაჩიჩმა.

ჟივალიევიჩმა სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა.

NOVA TV-ს ჟურნალისტის შეკითხვებზე, სტოილკოვიჩმა, მაკედონელმა პოლიტიკოსმა, უარი განაცხადა  BIA-სთან მისი კავშირებზე ელაპარაკა.

„როდესაც ვინმეს შენ ვინმეს ხვდები, მე გეკითხები ამის შესახებ? ერთხელაც მიკითხვას შენს კავშირებზე და ვისთან გაქვს კონტაქტი? სირცხვილი თქვენ“ განაცხადა მან. „თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ“.

3 მარტის მოსმენის ჩანაწერი ცხადყოფს რომ ჟივალიევიჩი და სტოილკოვიჩი, გრუევსკისა და მიროსლავ ლაზნასკის (ვუჩიჩის მხარდამჭერი დეპუტატი და სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია კომენატორი) შორის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობენ.  ტრანსკრიპტის მიხედვით სტოილკოვიჩი ეუბნება ჟივალიევიჩს რომ მან „მოახსენა (ლაზანკის) იმის შესახებ თუ რა უნდა დაწეროს მან თავის სვეტში“

შედეგად, ლაზანსკის სვეტი სერბულ გაზეთ „პოლიტიკაში“ 5 მარტს აკრიტიკებდა ზაევს და იმეორებდა VMRO-ს მოწოდებას ახალ არჩევნებზე. იმ საღამოს ჟივალიევიჩმა და სტოილკოვიჩმა ხელახლა ისაუბრეს წარმატების მისალოცად.

„ლაზანსკის ადრე ველაპარაკე. მან თქვა რომ სტატიამ სერბეთში რეკორდული რაოდენობის მკითხველი მოიზიდა“ სტოილოკოვჩმა უთხრა BIA-ს აგენტს.

„მშვენიერია, მშვენიერი“ უპასუხა ჟივალიევიჩმა.

მაკედონიის დაზვერვისთვის, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო. OCCRP-სა და პარტნიორების მოპოვებულ ცალკე დოკუმენტში ლაზინსკის კომენტარის 50-ზე მეტი მაგალითია, მათ შორის სტატიები და გამოსვლები, სადაც ის ეწინააღმდეგება მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას, აქებს რუსეთის სამხედრო ძალას და აბრალებს დასავლეთს მაკედონიაში არეულობის მოწყობას.

როცა ამის შესახებ კითხეს, ლაზინსკიმ უარყო რომ უშიშროების სამსახურის ეგიდით მუშაობს.

„მე არც სამსახურის თანამშრომელი ვარ და არც სამსახურის სპიკერი“ თვქვა ლაზინსკიმ. „მე იქ არ ვიყავი როგორც (პარლამენტის) წევრი, არამედ როგორც ჟურნალისტი“.

„ჩემი ჩვევაა, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩავდივარ, საელჩოს ვურეკავ. ბატონი ჟივალიევიჩი BIA-ის ლეგალურად აკრედიტებული წარმომადგენელია სკოპიეში“